Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმმა გალში ჩამოგდებული თვითმფრინავის ტიპი დაადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 მარ.'08 / 20:31

აფხაზეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ იპოვეს ზღვაში ჩამოგდებული ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ნამტვრევები, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

ამ ნამტვრევების შემოწმების შედეგად, რომელიც ”აფსნიპრესის” ცნობით ადგილობრივ ჟურნალისტებს უჩვენეს, დადგინდა, რომ საშუალო ზომის უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის კომპანიის Elbit Systems-ის მიერ იყო წარმოებული სერიული ნომრით 551.

Elbit Systems-ი აწარმოებს საშუალო ზომის Hermes-ის ტიპის მზვერავ თვითმფრინავებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო, რომ მისი მზვერავი თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. თუმცა, დაადასტურა, რომ ამ ტიპის თვითმფრინავები გააჩნია.

აფხაზური მხარის ცნობით, თვითმფრინავი შუადღეზე გალისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ პრიმორსკოესთან ჩამოაგდეს.

აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარი კუპალბას ცნობით, ქართულმა უპილოტო მზვერავმა თვითმფრინავმა აფხაზეთის თავზე ფრენები გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37