Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
HRW მოუწოდებს ბუშს სააკაშვილთან შეხვედრაზე ნოემბრის მოვლენები წამოწიოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'08 / 12:48

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ღია წერილში მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს 19 მარტს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილოს ”სამართლიანობისა და იმ ძალადობაზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე, რომელმაც 7 ნოემბერს ქვეყანა შეარყია”.

”საქართველოს მთავრობა იმსახურებს შექებას იმის გამო, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა 7 ნოემბრის შემდეგ არსებული კრიზისის განმუხტვისთვის. საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში ჩატარდა, დახურულ ტელეკომპანია ”იმედს” დეკემბერში მიეცა მაუწყებლობის განახლების საშუალება და ცოტა ხნის წინ რამდენიმე პოლიტიკური პატიმარიც გაათავისუფლეს. ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწო 7 ნოემბერს გადაჭარბებული ძალის შესაძლო გამოყენების რამდენიმე შემთხვევის გამოიძიება, თუმცა სიღრმისიეული და ამომწურავი გამოძიება ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ახლადარჩეული სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენის მიზნით, აუცილებელია ჩატარდეს ამომწურავი, დამოუკიდებელი და გამჭირვალე გამოძიება 7 ნოემბრის ძალადობასთან დაკავშირებით,” - ნათქვამია ღია წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა შექმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია მაისის არჩევნების შემდეგ, რომელიც ნოემბრის მოვლენებს გამოიძიებს. ”თუმცა, საპარლამენტო კომისია ვერ შეცვლის სწრაფ და ეფექტურ სისხლის სამართლის გამოძიებას, რომელსაც გენერალური პროკურატურა გაუძღვება,” - ნათქვამია წერილში.

”საქართველოს არც ერთ მეგობარს არ აქვს თქვენზე უკეთესი პოზიცია იმაზე, რომ ეს საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე დააყენოთ. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უახლოესი და უძლიერესი მოკავშირეა და უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი ჩადო საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობის საქმეში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს ხელი უნდა შეუწყოს სამართლიანობას საქართველოში ისევე აქტიურად, როგორც ის იცავდა მის დემოკრატიას წარსულში,” - მიმართავს HRW აშშ-ს პრეზიდენტს.

ორი პრეზიდენტის შეხვედრამდე თეთრი სახლი იტყობინება, რომ საქართველო ”არის მთავარი მოკავშირე ტერორის წინააღმდეგ ომში, კერძოდ ერაყში, და ღირებული პარტნიორი მნიშვნელოვან რეგიონში”.

”[აშშ-ს] პრეზიდენტი ელის მთელი რიგი საკითხების განხილვას პრეზიდენტ სააკაშვილთან, მათ შორის ისინი განიხილავენ ჩვენ საერთო მცდელობებს მსოფლიოში თავისუფლებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით; საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს; სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ერთიანი საქართველოს ფარგლებში; საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, კერძოდ საპარლამენტო არჩევნების წინ; და თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების სფეროში,”  - იტყობინება თეთრი სახლი.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15