Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილის ქვრივი “იმედის” მაუწყებლობის აღდგენაში მოსახლეობას დახმარებას თხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'08 / 13:52

გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის განცხადებით, მისი ოჯახი არ დათმობს ტელეკომპანია ”იმედს” და ამ საქმეში საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს რომ “იმედი” გავიდეს ეთერში.

19 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ინა გუდავაძე აცხადებს, რომ ის ”იმედის” ირგვლივ კომპრომისის მისაღწევად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, ”მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია”.

ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებს აღარ ეკუთვნით, რადგან წილები ხელისუფლების ზეწოლით სხვა პიროვნებებზე გადაფორმდა ოჯახის თანხმობის გარეშე.

”თვითმარქვიებმა, რომლებმაც თავი “იმედის” მესაკუთრეებად წარმოადგინეს, მისი ხელისუფლებაზე გაყიდვა სცადეს. მაგრამ მათ ამის გაკეთების უფლება არ აქვთ, რადგან მე და ჩემი ოჯახი ვართ “იმედის” კანონიერი მფლობელები. ჩვენ სასამართლოს გზით შევეწინააღმდეგებით მითვისების ყველა მცდელობას,”- აცხადებს გუდავაძე.

აქვე იგი ხაზს უსვამს, რომ არ აპირებს ”პოლიტიკაში შესვლას”.

”მე აღსავსე ვარ გამბედაობით აღვადგინო “იმედის” მაუწყებლობა, რომლის ობიექტური ინფორმაციის გარანტი იქნება – საერთაშორისო დამოუკიდებელი მედიაკომპანიისა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივი მმართველობა,”- აცხადებს გუდავაძე, ”მე ვთხოვ ყველას მხარი დამიჭიროთ “იმედის” მაუწყებლობის აღდგენაში. ჩვენ დავკარგეთ ბადრი. ჩვენ უფლება არ გვაქვს დავკარგოთ "იმედი".

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18