Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციურმა კოალიციამ აშშ-ს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'08 / 17:37

ვაშინგტონმა არ მიიღოს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს ”არალეგიტიმური” პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით, ამ მოთხოვნით დღეს რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში აშშ-ს საელჩოსთან.

”ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელმაც პირდაპირ ”გააპრავა” სააკაშვილის არალეგიტიმური არჩევნები და მე უბრალოდ მინდა ვთხოვო ნუ შეაძულებენ ქართველ ხალხს ამერიკელებს,” - განაცხადა აქციაზე კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

”ჩვენ გვინდა ვუთხრათ ბატონ ბუშს: თქვენი მეგობარი საქართველოა, თქვენი მეგობარი ქართველი ხალხია და არა მიხეილ სააკაშვილი,” - განაცხადა გოგა ხაინდრავამ აქციაზე გამოსვლისას, ”ჩვენ გვინდა ხმამაღლა ვუთხრათ ამერიკის ელჩს, რომ გადასცეს თეთრ სახლში, რომ სააკაშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და სააკაშვილი ვერ წარმოადგენს საქართველოს”.

”5 იანვარს ქართველმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი, როდესაც სააკაშვილს უთხრა  - არა. ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში ჩვენი მეგობრებისგან პატივი სცენ ქართველი ხალხის ამ არჩევანს,” -  განაცხადა კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატმა კახა კუკავამ, ”საქართველოში უნდა ჩატარდეს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, უნდა ჩატარდეს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა, ვინც საქართველოს მეგობარია, დაგვანახოს საქართველოს მეგობრობა”.

”ქართველ ხალხს სურს მეგობრობა და პარტნიორობა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ მარიონეტები, ყმები არავისი არ ვიქნებით,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც მე-11 დღეა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობს, ”თუ ამერიკის ხელისუფლებას სურს იხილოს მეგობარი საქართველო, მან უნდა იმეგობროს ქართველ ხალხთან და არა ტირანთან და დიქტატორთან”.

დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ ასევე მოუწოდა აშშ-ს მთავრობას დაარწმუნოს ხელისუფლება, რათა განახლდეს ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, 24 მარტს ტელეკომპანიის დასაცავად პარლამენტის წინ მიტინგი იგეგმება.

გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ დღეს გაავრცელა მიმართვა, სადაც აცხადებს, რომ ხელისუფლება ”თვითმარქვიების” მეშვეობით ”იმედის” დაპატრონებას ცდილობს. ამის წინააღმდეგ მან მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

”დღისით მზისით პატარკაციშვილის ოჯახს ართმევენ ”იმედს”. ეს არის დემოკრატია? რად უნდათ ამხელა საელჩო, თუ ამაზე ხმა არ ამოიღეს,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ აშშ-ს საელჩოს მისამართით, ”იმედი, რომ იყოს დღეს გახსნილი, არავინ იშიმშილებდა ქვეყანაში იმიტომ, რომ ჩვენ გვექნებოდა საშუალება სწორი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის და ვიქნებოდით არჩევნებით დაკავებული და არ იქნებოდა ვიღაცეების სიცოცხლე რისკის ქვეშ დაყენებული”.

დღეს ოპოზიციამ 5 იანვრის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქცია მეორედ გამართა აშშ-ს საელჩოს წინ. 22 იანვარს მიტინგი მოაწყო ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა და აშშ-ს მთავრობა არჩევნების გაყალბებაზე ”თვალის დახუჭვის გამო” გააკრიტიკა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10