Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო კოდექსი მეორე მოსმენით მიიღეს, მაჟორიტარული წესი კვლავ ღიად რჩება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'08 / 19:13

პარლამენტმა დღეს 126 ხმით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით, თუმცა პარასკევისთვის გადადო იმ მუხლების განხილვა, მათ შორის მაჟორიტარული არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის საგანია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციას რჩება 2 დღე კოდექსის საბოლოო დამტკიცებამდე, რათა შეაჯეროს პოზიციები მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. კოდექსის საბოლოო მიღება 21 მარტს იგეგმება.

”ჩვენ არ ვჭრით საბოლოოდ გზებს,”- განაცხადა კენჭისყრის წინ მაჭავარიანმა, ”დღეს მათგან [ოპოზიციისგან] იყო სიგნალი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს თავი შეგვეკავებინა კენჭისყრისგან. ამდენად, ველით მათგან წინადადებებს”. 

თუმცა, იმავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ ისინი არ აპირებენ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივაზე დათანხმებას, რომელიც 75 მაჟორიტარის მრავალმანდატიანი ოლქებიდან არჩევას გულისხმობს, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქებისა, რასაც ხელისუფლება უჭერს მხარს. 

”მე ვფიქრობ, რომ პრინციპი - ყველა რაიონს უნდა ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი - აღარ გადაისინჯება, თუმცა თუ საარჩევნო კოდექსის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით არის სხვა წინადადებები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ,”- განაცხადა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატორმა პავლე კუბლაშვილმა საკითხის განხილვისას.

სავარაუდოდ მას მხედველობაში ჰქონდა მეორე ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად ხელისუფლებამ, ხოლო შემდეგ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა, რაც ითვალისწინებს პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 75-დან 100 ან 110-მდე, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების ხანგრძლივი პროცედურა ესაჭიროება. ამ ინიციატივას, რომლის განხორციელებაზე აშშ-ში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მზაობა გამოხატა, შესაძლოა სხვა ოპოზიციონერებმაც დაუჭირონ მხარი, გარდა რესპუბლიკური პარტიისა.

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ითვალისწინებს საოლქო საარჩევნო კომისიის 5-ის ნაცვლად 13 წევრით დაკომპლექტებას, საიდანაც 7 ხელისუფლების, ხოლო 6 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების წინ შემოღებული ეს ფორმულა ძალაში დარჩება ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საუბნო კომისიების დონეზეც, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სამივე დონის კომისიის პარიტეტული წესით დაკომპლექტებას ითხოვს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დამატებითი სიების გაუქმებას, გასაჩივრების პროცედურების დეტალურად გაწერას, საარჩევნო უბნებში ვიდეოთვალის დამონტაჟებას, ორის ნაცვლად ერთი შემაჯამებელი ოქმის არსებობას და სხვა ტექნიკურ საკითხებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9