Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'08 / 16:37

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრს, რომ გენერალური დირექტორის პოსტზე ისეთი კანდიდატურა შეარჩიონ, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შეთანხმებით დანიშვნა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის წარმოებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

”[ოპოზიციასთან] მოლაპარაკებების ერთ-ერთი პუნქტი ისიც გვაქვს, რომ იქნებ შევთანხმდეთ თქვენთან კონსულტაციების შედეგად იმ ადამიანზე, ვინც ზოგადად ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა, სამეთვალყურეო საბჭოსთვის იქნება მისაღები იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს თქვენი პრეროგატივაა და ამას ვერავინ თავს ვერ მოგახვევთ,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე, ”მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ  იყოს ისეთი ადამიანი წარმოდგენილი და დამტკიცებული, რომელიც თქვენ სტანდარტსაც აკმაყოფილებს და ასევე საზოგადოების ყველა სტანდარტს და მოთხოვნას დააკმაყოფილებს”.

კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭომ დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოს ახალი გენერალური დირექტორი კონკურსის წესით . ამ თანამდებობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 15-დან 23 მარტამდე გახანგრძლივდა, ხოლო დირექტორი სამეურვეო საბჭომ 4 აპრილისთვის უნდა დანიშნოს.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათ შესთავაზეს სასურველი კანდიდატურა მმართველ პარტიას, რომელმაც ის დაიწუნა, თუმცა სანაცვლოდ არავინ დაუსახელებია.

ამასობაში, სამეურვეო საბჭომ უკვე მოამზადა ახალი დირექტორისათვის რეკომენდაციები არხის პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციებს შორის არის: საეთერო დროში ახალი ამბებისათვის გამოყოფილი დროის ხვედრითი წილის შემცირება; საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში დებატების ფორმატე აქცენტირება; ეროტიკის, ძალადობისა და სისასტიკის ამსახველი ეპიზოდების გადაცემის შეზღუდვა; სერიალების ჩანაცვლება მხატვრული და შემეცნებითი სატელევიზიო ფილმებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ზრდის ხარჯზე; არხის თვითრეკლამის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და ა.შ.

სამეურვეო საბჭომ 19 მარტს, საღამოს ღია ეთერში პროგრამული პრიორიტეტების დახვეწის მიზნით ასევე გამართა ინტერაქციული შეხვედრა საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან და მათი რეკომენდაციები მოისმინა.  საბჭოს წევრების თქმით, საზოგადოებრივ არხს ცვლილებები უკვე შემოდგომისთვის უნდა დაეტყოს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33