Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძემ პატრიარქთან შეხვედრაზე უარი თქვა - ჩიხრაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'08 / 12:45

პატრიარქის მოწოდებაზე, რომ 20 მარტს გვიან საღამოს გამართულიყო კონსულტაციები საპატრიარქოში შეკრებილ ოპოზიციონერებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა, ამბობს დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე ახალი მემარჯვენეებიდან.

გუშინ შიმშილობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლების თაობაზე ილია მეორის მოწოდების შემდეგ ოპოზიციური კოალიციისა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები საპატრიარქოში გაემგზავრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ ხელისუფლება მათ ”ერთადერთ” მოთხოვნას დააკმაყოფილებს მაჟორიტარული არჩევნების რეგიონული პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. თუმცა საპასუხო განცხადებაში ბურჯანაძემ ოპოზიციის მოთხოვნას ”ულტიმატუმი” უწოდა, რომელიც მათ ”ახლა უკვე პატრიარქს წაუყენეს”.

”პატრიარქმა სრულიად შესაძლებლად ჩათვალა, რომ ეს იყო ის მოთხოვნა, რომელზეც ხელისუფლება აუცილებლად უნდა წამოსულიყო,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ფიქრია ჩიხრაძემ, რომელიც ესწრებოდა გუშინ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, ”მან მაშინვე მოიწვია ქალბატონი ბურჯანაძე იქ საპატრიარქოში შეხვედრისათვის და ამ საკითხზე კონსულტაციის გამართვისათვის, რაზეც ქალბატონმა ბურჯანაძემ უარი უთხრა. პატრიარქი ხანგრძლივად ესაუბრებოდა, რომ ოპოზიციამ დათმო და ახლა მათი დათმობის დროა”.

ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა, ისინი არ შეწყვეტენ შიმშილობას, სანამ მათი ”ერთადერთი” მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

”რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ პატრიარქის სიტყვებს, მაგრამ აქცია გრძელდება,”- განაცხადა მოშიმშილე გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციური კოალიციიდან, ”პატრიარქმა მოგვიწოდა ჩვენ, რომ გაგვეახლებინა დიალოგი, ეს მოწოდება გაისმა ორივე მხარისთვის”.

ოპოზიციის ეს განცხადებები პატრიარქის ”აბუჩად აგდებად” შეაფასა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და და ოპოზიცია სიტუაციის ხელოვნურად რადიკალიზაციაში დაადანაშაულა.

”გუშინ რაც ვიხილეთ მთელმა საზოგადოებამ, არის საკმაოდ სახიფათო ტენდენცია. ჩვენ ვნახეთ, რომ პატრიარქმა მოუწოდა მოშიმშილეებს, მისცა მათ კურთხევა შეეწყვიტათ შიმშილობა, მაგრამ შედეგად  ჩვენ ვიხილეთ ის, რომ მათ პოლიტიკური მოთხოვნები აუფრიალეს წინ და პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს და უარი უთხრეს უწმინდესის კურთხევას, რაც არის სახიფათო ტენდენცია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ხელოვნურად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ახდენენ სიტუაციის დაძაბვას და რადიკალიზაციას,”- განაცხადა დღეს უგულავამ მმართველი პარტიიდან. 

ოპოზიციური პარტიები რესპუბლიკელები და ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც არ მონაწილეობენ შიმშილობის აქციაში,  აცხადებენ, რომ მთლიანად ეთანხმებიან მოშიმშილეთა პოზიციას.

”ჩვენ ორიოიდე დღის წინ გამოვედით ინიციატივით, რომელიც ძალიან ახლოსაა ამ მოთხოვნასთან [რეგიონულ პროპორციულ სისტემასთან], პრაქტიკულად იდენტურია და ნიუანსებზე შეიძლება მხოლოდ საუბარი განასხვავების თაობაზე,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”ასე, რომ ესაა ჩვენი ხედვაც და ესაა სწორედ გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში”. 

”გაუგებარია ბურჯანაძის ხისტი პოზიცია, რომელმაც გადააჭარბა ბოკერიას სახელისუფლებო დაჯგუფების რადიკალიზმსაც კი, მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება პროცესს კიდევ უფრო ღრმად შეიყვანს ჩიხში ”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, ”მთლიანად ვეთანხმებით მოშიმშილეთა პოზიციას და ვიქნებით მათდამი სოლიდარულები, მათ შორის საპროტესტო აქციებშიც”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15