Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალი ქართულ სპეცსამსახურებს ”ტერაქტში” ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'08 / 12:03

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა ზნაურის რაიონის სოფელ ოკონაში 23 მარტს ააფეთქეს ავტომანქანა ”ნივა”, რის შედეგადაც ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილოეთ ოსური ბატალიონის მოსამსახურის ვლადისლავ დოგუზოვის და სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლის ინალ კოლიევის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან, ცხინვალის აფასებს, როგორც ”უკიდურესად მძიმეს”.

როგორც თვითგამოცხადებული რეგიონის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციური მართვის პულტით ამოქმედდა და აფეთქების ძალა 400 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო.

”სანამ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იღებს ფრთხილ განცხადებებს სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთთან და დნესტრისპირეთთან მიმართებაში, აქ ასახიჩრებენ და კლავენ რუსეთის მოქალაქეებს,”- აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრი მიხეილ მინძაევი, ”მხოლოდ ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე ტერაქტია”.

ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ პროცესში მიწვევის მიუხედავად, ეუთოს დამკვირვებლები მონაწილეობას არ იღებენ.

თბილისი მომხდართან კავშირს უარყოფს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21