Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო არჩევნების გრაფიკი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'08 / 18:10

საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს ჩატარდება, რის შედეგადაც 75 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა, ხოლო 75 მაჟორიტარული წესით ერთმანდატიანი ოლქებიდან. ოპოზიცია ამ წესს არ ეთანხმება და მაჟორიტარების მრავალმანდატიანი ოლქებიდან არჩევას მოითხოვს.

თუმცა პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის თამაშის ახალ წესებს განსაზღვრავს.

არჩევნებს ადმინისტრირებას გაუწევს ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიები, რომლებიც ხელისუფლების 7 და ოპოზიციის 6 წევრით იქნება დაკომპლექტებული. მმართველმა პარტიამ ოპოზიციის მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტულად ფორმირების შესახებ არ დააკმაყოფილა, თუმცა განსხვავებით 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, პარტიული წარმომადგენლობა დაუშვა საოლქო კომისიებშიც. 

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისადმი ოპოზიციის პრეტენზიის მიუხედავად, ამ დრომდე პოსტს ინარჩუნებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაამტკიცა ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა შემდეგი გრაფიკი:

26 მარტი - პარტიამ უნდა შეიტანოს განაცხადი ცესკოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

28 მარტი - პარტიებმა უნდა წარადგინონ საოლქო კომისიის წევრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს 13 წევრამდე ვაკანსიების შესავსებად ამას თავად ცესკო გააკეთებს.
 
31 მარტი
  -  ცესკოს აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.

1 აპრილი - არასაპარლამენტო პარტიამ რეგისტრაციის მისაღებად ცესკოს უნდა წარუდგინოს 30 ათასი მხარდამჭერის სია.

8 აპრილი - საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე განაცხადების მიღების ბოლო დღე.

14 აპრილი - საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის პროცედურები მთავრდება, ხოლო 21 აპრილს ქვეყნდება რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების სია და ასევე მიზეზი, თუ რატომ ეთქვა რომელიმე სუბიექტს რეგისტრაციაზე უარი.

21 აპრილი - თუ ამ დრომდე საუბნო კომისიის 13-ვე ვაკანტური თანამდებობა არ შეივსო, სამი დღის ვადაში საოლქო კომისია წევრებს თავად დანიშნავს.

ამავე დღეს განისაზღვრება არჩევნებში მონაწილე პარტიების/ბლოკების რიგითი ნომრები. 

ამავე დღეს იწურება პარტიების/ბლოკების მიერ ცესკოში პარტიული სიების, ხოლო საოლქო კომისიებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა.

6 მაისი - იწურება ვადა, როცა დასაშვებია დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნა გამონაკლის შემთხვევებში.

11 მაისი - ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ცესკო-ს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა მიმართოს.

14 მაისი - ბოლო ვადა, როცა ცესკოს რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია მიმართავს. რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადა 16 მაისია.

16 მაისი - ცესკო და ქვემდგომი კომისიები ამომრჩეველთა დაზუსტებულ რაოდენობას აქვეყნებენ.

18 მაისი  - პრესის აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა.

19 მაისი - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება დაუშვებელია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე.

ამავე დღეს პარტიას/ბლოკს ან კანდიდატს შეუძლია მოიხსნას არჩევნებიდან.

20 მაისი - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა საუბნო კომისიებს გადაეცემათ ბიულეტენები და კონვერტები.

24 საათის შემდეგ იკრძალება წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამების გაშვება.

21 მაისი - არჩევნების დღე - კენჭისყრა დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 20 საათზე მთავრდება. დაუშვებელია ეგზით პოლების გამოქვეყნება 20 საათამდე.

29 მაისი - წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული სუბიექტები საარჩევნო დანახარჯებს წარუდგენენ საარჩევნო კომისიებს.

31 მაისს - საოლქო კომისია კანონმდებლობის დარღვევების შედეგების გათვალისწინებით აჯამებს შედეგებს.

4 ივნისი - არჩევნების დღიდან ორ კვირაში ინიშნება განმეორებითი კენჭისყრა და მეორე ტური.

8 ივნისი - ცესკო აჯამებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

20 ივლისი - იმართება ხელახალი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების ან ბათილად ცნობის შემთხვევებში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15