Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია მაჟორიტარულ არჩევნებში კოორდინაციას აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მარ.'08 / 15:24

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ოპოზიციურმა პარტიებმა გააცნობიერეს, რომ ერთადერთი გზა მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების დასამარცხებლად არის კანდიდატურების შეთანხმებულად დასახელება 75-ვე ოლქში.

კანონის თანახმად, რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. ამ წესის თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტატი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა. 

”ხელისუფლების დასამარცხებლად მაჟორიტარულ არჩევნებში ერთადერთი შანსი არის კოორდინაცია ანგარიშგასაწევ ოპოზიციურ პარტიებთან, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციურ კოალიციასთან და ახალ მემარჯვენეებთან,” - განუცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან Civil.ge-ს 26 მარტს, ”ამისათვის მინიმუმ საჭიროა ოპოზიციური ლიდერები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ საარჩევნო ოლქებში”.

ანალოგიური შეხედულებები ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებაც გამოთქვეს.

ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს ეს ვარიანტი, თუმცა პარტიის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტია სხვა ოპოზიციური პარტიების დარწმუნება ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო არჩევნებს. თუმცა ბოიკოტის იდეა ოპოზიციამ უკვე უარყო.

კითხვაზე იგეგმება თუ არა ლეიბორისტულ პარტიასთან თანამშრომლობა მაჟორიტარულ არჩევნებში კოორდინირებულ ტაქტიკაზე, თინა ხიდაშელმა განაცხადა: ” პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ბოლო დროს ოპოზიციონერი ოპონენტების ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებს, ძნელად წარმოგვიდგენია თანამშრომლობა, თუმცა ჩვენ ამისთვის მაინც მზად ვართ”. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიცია. მისი თქმით, ”არ არსებობს სხვაობა ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას და ახლანდელ ხელისუფლებას შორის”.

თავად თინა ხიდაშელს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად სურს კენჭისყრა. 

იმავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაიწყო მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა. ტელეკომპანია ”მზე” 25 მარტს იტყობინებოდა, რომ მმართველი პარტია აპირებს რამდენიმე ბიზნესმენის შერჩევას მაჟორიტარული არჩევნებისთვის, მათ შორის არიან სახალხო ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი გოგუაძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიის ”თელიანი ველის” აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგენავა, სამშენებლო კომპანია ”ცენტრ-პიონტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი რუსუდან კერვალიშვილი და ”ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი.

პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 21 აპრილს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იწურება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8