Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციამ ”იმედის” მხარდასაჭერად აქცია მოაწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მარ.'08 / 19:00

1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა 26 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” ოფისთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რათა გაეპროტესტებინათ ხელისუფლების მიერ ”იმედის” ხელში ჩაგდების მცდელობა, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს.

”ბოლო ბასტიონს თავისუფალი სიტყვის, ბოლო ბასტიონს ქართველი ხალხის ტელეკომპანია ”იმედს” მაჯლაჯუნები დაესივნენ..მე ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანასაც, ჩვენ დავიცავთ ტელე-რადიოკომპანია ”იმედსაც”, ჩვენ ღირსებასაც და ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას,” - განაცხადა ოპოზიციური კოალიციის წევრმა გიორგი ხაინდრავამ აქციაზე, ”დიდი მადლობა, ბადრი [პატარკაციშვილი], რომ ეს [ტელეკომპანია] დაგვიტოვე, პირობას გაძლევთ, რომ იგი დაუბრუნდება ხალხს”.

თავის გამოსვლაში ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ კვლავ შეუტია ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს” ხელისუფლების სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელების გამო.

”ჩვენ ”რუსთავი 2”-ში და ”მზეში” ჟურნალისტები არ გვყავს, ისევე როგორც არ გვყავს მოსამართლეები სასამართლოში, ისევე როგორც არ გვყავს პროკურორები პროკურატურაში,” - განაცხადა მან, ”როგორც მერაბიშვილი [შინაგან საქმეთა მინისტრი] არის სააკაშვილის ჯიბეში, ისევე არის ყველა ეს ჟურნალისტი [”რუსთავი 2”-დან და ”მზიდან”] სააკაშვილის ჯიბეში. რას ნიშნავს ჟურნალისტიკა - ხალხს უნდა მისცე სიმართლე, ესენი ხალხს აძლევენ ტყუილს. მე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ, რომ მთელ საქართველოს მოვუწოდო საერთოდ გამოვრთოთ ეს სიხშირეები... არ მივცემ მათ კომენტარებს, სანამ ამ ტელევიზიებში არ მოწესრიგდება სიტუაცია. თუ იქნება პირდაპირი ეთერი და ოდესმე თუ მომცემენ ეს ტელევიზიები პირდაპირ ეთერს, ჩემს სიტყვას იქ ვიტყვი”.

დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან დაკავშირებით გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას აქციაზე განაცხადა : ”ჟურნალისტების მიმართ შეიძლება გულისწყრომა გვქონდეს, მაგრამ არ გამოვხატოთ აგრესია, პირიქით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი ჟურნალისტიკა, ჩვენ გვინდა თავისუფალი სიტყვა და სწორედ ამიტომ ვდგავართ დღეს აქ”.

დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა აქციაზე: ”სიტყვის თავისუფლების დარღვევა არის ის, რაც ხდება ”იმედთან” დაკავშირებით... იმედი უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ეს არ არის ის ამბავი, რომელმაც შეიძლება ასე უბრალოდ ჩაიაროს, რადგან აქ დადგება მთელი საქართველო განურჩევლად იმისა, ვინ რომელ პარტიაშია”.

ტელეკომპანია ”იმედის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა 26 მარტს განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია საცდელ მაუწყებლობას აპრილის დასაწყისში განაახლებს, ხოლო სრული მაუწყებლობა, მათ შორის საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური თოქშოუები, 10 აპრილიდან აღდგება.

ამის შესახებ განცხადება ბარათაშვილმა ”იმედის” სავარაუდო მფლობელთან ჯოზეფ ქეისთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18