Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯოზეფ ქეი: პატარკაციშვილის ქონების მართვის უფლება მაქვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 მარ.'08 / 13:28

ჯოზეფ ქეი აცხადებს, რომ არ ჩაერევა ”იმედის”
სარედაქციო პოლიტიკაში. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი
ჯოზეფ ქეიმ, პიროვნებამ, რომელიც აცხადებს, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ახალი მფლობელია, განაცხადა, რომ ბორის ბერეზოვსკი შეთქმულებაში მონაწილეობს, რათა ხელში ჩაიგდოს ბადრი პატარკაციშვილის ქონება.

რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, ჯოზეფ ქეიმ, იგივე იოსებ კაკალაშვილმა, რომელიც პატარკაციშვილის დეიდის გერია, განაცხადა, რომ იგი გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძის თანახმად, უფლებამოსილია მისი ქონება მართოს. თუმცა, პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ ჯოზეფ ქეი დოკუმენტების გაყალბების გზით პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადადანაშაულა. იგივე განაცხადა გააკეთა ბორის ბერეზოვსკიმ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.  

ჯოზეფ ქეის თქმით, ბერეზოვსკის - ”რომელსაც მირჩევნია ეშმაკი დავუძახო” მისი ბელარუსში ჩასვლა უნდოდა, რათა მინსკის ციხეში ჩასმით თავიდან მოეშორებინა. ქეის თქმით, ბელარუსში ჩავიდა მისი ადვოკატი ემანუელ ზელცერი, სადაც ბერეზოვსკის თხოვნის საფუძველზე ის თვიმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

”ემანუელ ზელცერი იყო ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატი დაახლოებით 13 ან 14 წლის მანძილზე,” - განაცხადა ქეიმ, ”ბადრის სიკვდილიდან ერთ თუ ორ დღეში, ბატონი ზელცერი მოვიდა ჩემთან და მითხრა ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის შესახებ. მან [პატარკაციშვილმა] ანდერძი ნიუ-იორკში, ზელცერის ოფისში დაწერა. ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ, სადღაც გასული წლის ნოემბერში... ბატონი ზელცერი მოვიდა ჩემთან [პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ თებერვალში] და მიჩვენა ეს ანდერძი, რომელიც მისი ქონების განკარგვის უფლებამოსილებას მანიჭებდა. ანდერძის თანახმად, მე მეკისრება ბადრის ქონების თავმოყრა და შემდეგ მისი გადანაწილება ანდერძის თანახმად”.

ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, რომ ანდერძის მიხედვით, პატარკაციშვილის ქონება გადანაწილდება მის უახლოეს ნათესავებზე, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. ქეიმ განაცხადა, რომ ”ჯერ სასამართლომ უნდა დაადასტუროს ჩემი უფლებამოსილება”, თუმცა, აღნიშნა, რომ არ იცის, რომელ სასამართლოს მიმართა პატარციშვილის ადვოკატმა ზელცერმა.

ქეის თქმით, ზელცერი მას შემდეგ ჩავიდა ბელარუსში, რაც ბორის ბერეზოვსკიმ უთხრა, რომ გაერკვია პატარკაციშვილის კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო არსებული ვითარება. ”ბერეზოვსკიმ უთხრა ზელცერს, რომ მე უნდა ჩავსულიყავი ბელარუსში. მას უნდოდა, რომ მე დავეჭირე იქ. თუმცა იქ ზელცერი ჩავიდა. თვითმფრინავში სამი ადამიანი იმყოფებოდა: ზელცერი, [ზელცერის მდივანი] ფუნკი და ისრაელის მოქალაქე, ბერეზოვკის ახლობელი ანატოლი მოტკინი, რომელსაც ებარა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანია [5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე]. მოტკინი არ დააპატიმრეს. ამიტომაც მაინტერესებს: თუ ჩემი უფლებამოსილების შესახებ დოკუმენტები უკანონო იყო, ამ ეშმაკმა რატომ არ დააპატიმრა ჩემი ხალხი ლონდონში ან ნიუ-იორკში?”

”კომერსანტთან” ინტერვიუში ჯოზეფ ქეიმ ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს ბევრი საუბარი ”იმედთან” დაკავშირებულ გარიგებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მან ”კანონიერად” იყიდა ტელეკომპანიის აქციები. თანხის დასახელებაზე მან უარი თქვა, განაცხადა რა, რომ ეს ”კომერციული საიდუმლოა”. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10