Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: რუსეთის რიტორიკა სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში მოსკოვის ტაქტიკაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'08 / 15:35

რუსეთის რიტორიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არის მხოლოდ ტაქტიკა, რომელსაც არ მოყვება შედეგად ამ თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარება მოსკოვის მიერ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში.

თუმცა, ინტერვიუში, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა, სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამგვარმა ტაქტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ”ძალიან ცუდი სტრატეგია; ამდენად, ასეთი თამაში საჭირო არ არის”.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვში თებერვალში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე, მას უთხრეს, რომ ”რუსეთი არასოდეს აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს... ასეთი პირობა დაიდო და რუსეთმა შეასრულა ეს პირობა”.

მისი თქმით, კრემლმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ”ბევრჯერ მიანიშნეს”, რომ მოსკოვის საჯარო რიტორიკა მხოლოდ ტაქტიკა იყო, ”რომელიც სერიოზულად არ უნდა იქნას აღქმული”. ”ესე იგი, თქვენ გითხრეს: ჩვენ რამდენიმე განცხადებას გავაკეთებთ და თქვენ არ ინერვიულოთ?” ჰკითხა მას ჟურნალისტმა. ”დიახ,” უპასუხა სააკაშვილმა, ”ეს გარკვეული ტაქტიკაა... ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ და რაიმე გართულებებს არ ველით”.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის რიტორიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძირითადად ნატოს ქვეყნებისკენაა მიმართული, რათა ”დააშინოს ისინი” და ხელი შეუშალოს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას.

”მაგრამ ნატოს მოკავშირეებს ეს არ შეაშინებთ. თუმცა, ამან შესაძლოა გააუარესოს სიტუაცია კონფლიქტების ზონებში. მე შემიძლია თავშეკავება გამოვიჩინო, რადგანაც მე გამოცდილება მაქვს. მაგრამ იმ ხალხს კონფლიქტების ზონებში ვიწრო შეხედულება აქვთ, რადგანაც ისინი იზოლირებული არიან და არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია. ასე რომ, მათი გამოყენება საჭირო არ არის. ისინი ყველაფერს სერიოზულად იღებენ და არა როგორც თამაშს. თუმცა, ეს თამაშია და სწორედ ეს გვითხრეს კრემლშიც,” - განაცხადა სააკაშვილმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26