Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლეიბორისტული პარტია მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატს ასახელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'08 / 16:00

ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა.

კერძოდ, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუშეთის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს; ნესტან კირთაძე - ქუთაისში; იოსებ შატბერაშვილი - მცხეთაში; გიორგი გუგავა კი გლდანის რაიონში. 31 მარტს პრესკონფერენციაზე საუბრისას ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია რამდენიმე დღეში დაასახელებს მაჟორიტატობის კანდიდატებს სხვა ოლქებში.

ლეიბორისტული პარტიის მიერ კანდიდატების დასახელება იმას ნიშნავს, რომ პარტია არ აპირებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით. სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თანამშრომლობისკენ მოუწოდეს, რადგანაც გააცნობიერეს, რომ ერთადერთი გზა მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების დასამარცხებლად არის კანდიდატურების შეთანხმებულად დასახელება 75-ვე ოლქში.

კანონის თანახმად, რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. ამ წესის თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტატი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა. 

პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ ერთმანდატიან ოლქებში, სადაც ლეიბორისტულ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ”მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იყრის კენჭს,” - განაცხადა ნათელაშვილმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლეიბორისტული პარტია ოპოზიციის ნებისმიერ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სხვა ოპოზიციური პარტიები და განაცხადა, რომ ბოიკოტის შესახებ ლეიბორისტული პარტიის შემოთავაზების მიღების სანაცვლოდ, ”ჩვენმა პოლიტიკურმა მეგობრებმა არჩიეს კარვებში უშედეგოდ დარჩენა ორი თვის მანძილზე”. ოპოზიციის 17-დღიანი შიმშილობის აქცია 25 მარტს დასრულდა ხელისუფლების მხრიდან ძირითად საარჩევნო საკითხებზე კომპრომისის გარეშე.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12