Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რესპუბლიკელები ოპოზიციურ კოალიციასთან მაჟორიტარებზე კონსულტაციებისთვის მზად არიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'08 / 17:30

რესპუბლიკური პარტია ჯერჯერობით ოფიციალურად არ ასახელებს მაჟორიტარ კანდიდატთა ვინაობას, სანამ არ ჩატარდება ოპოზიციურ კოალიციაში შემავალ პარტიებთან კონსულტაციები და არ მოხდება კანდიდატებზე  შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს კოორდინირებულ ქმედებას ამ საკითხში.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტია სრულ საარჩევნო მზადყოფნაშია,  მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახელების კუთხით.

მისი თქმით, უკვე შერჩეულია კანდიდატები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენად. მათ შორის არიან: ლევან ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, თინა ხიდაშელი, ირაკლი ბათიაშვილი, დავით ზურაბიშვილი.

”ჩვენ გვყავს საკმარისი კანდიდატები თბილისის ყველა უბნის მოსაგებად,” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა 31 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”რესპუბლიკური პარტია ჯერჯერობით თავს იკავებს კონკრეტულ ოლქებში კანდიდატურების დასახელებისგან, ვინაიდან უკვე რამოდენიმე დღეა ველით ჩვენი პარტნიორების, ეროვნულ საბჭოში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების პოზიციას ამ საკითხზე და ჩვენ კიდევაც მზად ვართ კონსულტაციებისთვის მათთან, რათა მოვახერხოთ კოორდინირებული მოქმედება ამ საკითხში.” 

ცოტა ხნის წინ რესპუბლიკური პარტია გამოეყო რვა პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ კოალიციას და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13