პაატა ბურჭულაძე, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი არ აპირებს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, განაცხადა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” წარმომადგენელმა თეონა ჯორბენაძემ.
31 მარტს სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პაატა ბურჟულაძეს მმართველი პარტია საბურთალოს ოლქში წარადგენს მაჟორიტარ კანდიდატად.
”ჩვენთვის საერთოდ უცნობია საიდან გაჩნდა ეს თემა,”- განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს თეონა ჯორბენაძემ, ”ბატონ პაატასაც ვესაუბრე და მისთვისაც ეს იყო გასაკვირი ახალი ამბავი საქართველოდან”.