Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი: რუსეთის პატივს სცემს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 აპრ.'08 / 13:11

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობამ ”ზედმიწევნით” უნდა განიხილოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რეზოლუცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოსკოვი ”სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის” პრინციპის ერთგული რჩება.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 21 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს კრემლს განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ”დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის” საკითხი. რეზოლუცია, რომელსაც სავალდებულო ძალა არ აქვს, ასევე მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ”გაააქტიუროს აფხაზეთის დ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული მცდელობები”. რეზოლუცია ასევე შეიცავს ”ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტების ზონებში [რუსული] სამშვიდობო ძალების გაძლიერების შესაძლებლობის” განხილვის მოწოდებას.

”უახლოეს მომავალში ჩვენ მოვამზადებთ, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, კონკრეტულ შეხედულებებს [სახელმწიფო სათათბიროს რეზოლუციაში] გახმოვანებული წინადადებების საპასუხოდ,” - განაცხადა ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე გამოსვლისას, ”რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესის წყაროა რეზოლუციის ის დებულება, რომელიც მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს და მთავრობას განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი ზედმიწევნით იქნება განხილული, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებს შორისაა კოსოვოს ცალმხრივი აღიარება, რომელმაც პრეცედენტი შექმნა; ორმაგი სტანდარტების დაუშვებლობაც ამ ფაქტორებს შორისაა”.

თუმცა ამ ფაქტორებს შორის მან ასევე დაასახელა რუსეთის ერთგულება სახელმწიფოთა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის მიმართ. 

”ამჟამად, არსებობს მცდელობები ის თამაშის წესები მოგვახვიონ თავს, რომლებიც ამ პრინციპებს ძირს გამოუთხრის. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიმტკიცე და შევეწინააღმდეგოთ პროვოკაციების აყოლის ცდუნებას. მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ საერთაშორისო ურთიერთობების არსებული სისტემის განადგურება, როგორც ეს ნათქვამია სახელმწიფო სათათბიროს განცხადებაში,” - განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გარკვეული ძალები, რომელთაც მან ”პროვოკატორები” უწოდა, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატებს. ”მათ უნდათ გამოგვაძევონ ამ მექანიზმებიდან ნებისმიერი საბაბით, ჩვენი სამშვიდობოები დასავლელი სამშვიდობოებით ჩაანაცვლონ,” - განაცხადა ლავროვმა.

”მე სრულიად ვეთახმები სახელმწიფო სათათბიროს განცხადების იმ თეზისებს, რომლებიც უკავშირდება მუშაობის გაგრძელებას არსებულ ფორმატებში აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან მიმართებაში; აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე და დნესტრისპირეთზე პოლიტიკური, ეკონომიკური და განსაკუთრებით სამხედრო ზეწოლის ნებისმიერ მცდელობის აღკვეთას. ჩვენ კვლავაც მოვითხოვთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ალტერნატიული სტრუქტურების შექმნის უკანონო ქმედებების შეწყვეტას,”-  აღნიშნა მან.

”საქართველოს შესაძლო მცდელობა ძალა გამოიყენოს კონფლიქტების მოსაგვარებლად და განსაკუთრებით, ნატოში შესვლა გამოიყენოს ამ მიზნით აბსოლუტურად მიუღებელია,” - განაგრძო ლავროვმა, ”ეს მთლიანად შეცვლის ვითარებას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რომელთა უმეტესობაც რუსეთის მოქალაქეები არიან. რუსეთი  ყოველთვის ემხრობოდა და კვლავაც მიემხრობა თავის თანამოქალაქეებს მათი კანონიერი უფლებების დაცვის და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვექნება სახელმწიფო სათათბიროსთან, მათ შორის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების კუთხით”. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21