Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი სეპარატისტ ლიდერებს საპასუხო წერილს უგზავნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 აპრ.'08 / 22:06

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იზიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების შეშფოთებას საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 აპრილს.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა სეპარატისტი ლიდერების წერილებს, სადაც ისინი გამოთქვამენ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების აგრესიული კურსის გამო, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას კონფლიქტის ზონებში, საქართველოს მილიტარიზაციას, მათ შორის საიერიშო შეიარაღების ზრდის ხარჯზე”.

”რუსეთის პრეზიდენტის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი თავის ოფიციალურ განცხადებებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებში თანმიმდევრულად ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მყარად გამოდის კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”აღნიშნულია, რომ რუსეთში არ შეუძლიათ, რომ არ შეამჩნიონ და არ გაითვალისწინონ ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული თბილისის კურსი, მათ შორის მუქარებისა და ძალის გამოყენებაზე - თანაც რეგიონის გარეთ მდებარე ქვეყნებზე და ორგანიზაციებზე აქტიური აპელირებით.  პუტინმა გაიზიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერთა წუხილები საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით”.

”რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სულაც არ არის გულგრილი ორი რესპუბლიკის მოსახლეობის, იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წუხილების და პრობლემების მიმართ. ამიტომაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას ექნება არა დეკლარაციული, არამედ საგნობრივი ხასიათი. სწორედ ამ მოსაზრებებით იყო მოტივირებული რუსეთის ამასწინდელი გადაწყვეტილება სავაჭრო-ეკონომიკურ, ფინანსურ, სატრანსპორტო და სხვა კავშირებზე არსებული აკრძალვების მოხსნის თაობაზე აფხაზეთთან. რუსეთში ფიქრობენ, რომ ასეთი ნაბიჯი მოემსახურება რეალური წვლილის შეტანას აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და ღირსეულად შეფასდება მისი მოსახლეობის მიერ”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35