Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აპრ.'08 / 15:27

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 6 წლის ვადით ლევან ყუბანეიშვილი გახდა.

მისი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. 4 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მის კანდიდატურას 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ყუბანეიშვილთან ერთად დირექტორობისთვის კიდევ 7 კანდიდატი იბრძოდა.

ქართული პრესა ვარაუდობდა ყუბანეიშვილის დანიშვნას ამ პოსტზე, რადგანაც მედია მას ხელისუფლების ყველაზე მისაღებ კანდიდატად მიიჩნევდა - თუმცა ეს ვარაუდი თავად ახალი გენერალურმა დირექტორმა კატეგორიულად უარყო. 

34 წლის ლევან ყუბანეიშვილი ტელევიზიასთან დაკავშირებულ ბიზნესში 1993 წლიდანაა ჩართული და მას შემდეგ სხვადასხვა თანამდებობები ეკავა სხვადასხვა ტელეკომპანიებში, ძირითადად სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციაში (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინამორბედი). ყუბანეიშვილი ტელერადიოკორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელის ზაზა შენგელიას მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც 1994 წელს TBC ბანკთან თანამშრომლობით TBC-TV სტუდია დააფუძნა. 2004 წელს იგი ასევე იყო ტელეკომპანია ”მზის” გენერალური დირექტორი. 2004 წლიდან ლევან ყუბანეიშვილი TBC-TV სტუდიის გენერალური დირექტორია. 2003 წელს, ნოემრის საპარლამენტო არჩევნებამდე ყუბანეიშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის საარჩევნო ბლოკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო - თუმცა ეს თანამდებობა საზოგადოებრივ მაუწყებელში წარდგენილ ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის.

სამეურვეო საბჭომ პირველ ტურში ვერ შეძლო გენერალური დირექტორის არჩევა, რადგანაც ხმები გაიყო სამ კონკურენტს შორის. ყუბანეიშვილმა და პაატა ნაცვლიშვილმა, გამომცემლობის ხელმძღვანელმა, ოთხ-ოთხი ხმა მიიღეს - მაშინ როცა გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ხუთი ხმა იყო საჭირო. ”ინტერნიუს საქართველოს” დირექტორმა გენადი უჩუმბეგაშვილმა ერთი ხმა მიიღო. დანარჩენმა ხუთმა კანდიდატმა ხმები საერთოდ ვერ მიიღეს. ყუბანეიშვილი კენჭისყრის მეორე ტურის შედეგად იქნა არჩეული.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41