Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ნატოს სამიტის შედეგებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აპრ.'08 / 11:10

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, რომელიც  5 აპრილს გადაიცა, ნატოს ბუქარესტის სამიტის ”ისტორიულ” გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

წინასწარ ჩაწერილ ინტერვიუში სააკაშვილმა დააკნინა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მნიშვნელობა, რომლის მინიჭებაც საქართველოსთვის ალიანსმა გადადო. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ საქართველომ მიიღო მტკიცე გარანტია ნატოსგან, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, რაც, პრეზიდენტის თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ MAP-ის მიღება.

”ბოლო 15 წლის განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ მიუღია გაწევრიანების გარანტია... რა მოხდა საქართველოს შემთხვევაში? არ იყო დასამალი, რომ რამდენიმე დიდი ევროპული ქვეყანა, ძირითადად გერმანია იყო ამ ეტაპზე სკეპტიკურად განწყობილი. ისინი ამბობდნენ: მოდით არ მივცეთ MAP და სანაცვლოდ მივცეთ ”MAP მინუსი” ან სამოქმედო გეგმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად; ერთი სიტყვით, მათ აქციეს MAP-ი დიდ პოლიტიკურ ელემენტად,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ნატოს სამიტმა მოგვცა ნატოს წევრობის პოლიტიკური და სამართლებრივი გარანტია”. 

მან ასევე განაცხადა, რომ ნოემბრის მოვლენებს და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უთანხმოებას ”ნულოვანი” ზემოქმედება ჰქონდა ნატოს გადაწყვეტილებაზე გადაედო MAP-ის მინიჭების საკითხი. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი რუსეთის ფაქტორი გახდა.

სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სეპარატისტი ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც პუტინი მათ მხარდაჭერას აღუთქვამს.  

”ეს იყო გარკვეულწილად, საკმაოდ ემოციური და რაღაც გაგებით, იმპულსური რეაქცია, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს ამაზე მშვიდი. რა თქმა უნდა, საქართველო ყველანაირი გართულებისთვის არის მზად...,” - განაცხადა სააკაშვილმა.   

მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს სამიტის დასკვით კომუნიკეში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ გამახვილდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ითხოვა ეს.

”მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თხოვნით ჩაიწერა კომუნიკეში, რომ ალიანსი ელის ”სამართლიან და თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს”. ეს იყო ჩვენი წინადადება სწორედ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ არის დემოკრატიული განვითარების გზაზე. კომუმიკეში ეწერა, რომ ნატო მიესალმება საქართველოში უკვე გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”თუ ვინმეს ჰქონდა ილუზიები  - საქართველოს არაკეთილმოსურნეებს - რომ თუნდაც ის შიდა კრიზისი, რომელიც წარმოიქმნდა შარშან ნოემბერში, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რაიმე სახით მაინც შეგვაფერხებდა ინტეგრაციის გზაზე, საერთოდ არ შესრულდა”.      

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
64