Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი სოხუმთან ურთიერთობების გაღრმავების წინადადებებს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აპრ.'08 / 19:14

რუსეთის უშიშროების საბჭომ შესაძლოა მალე განიხილოს კონკრეტული წინადადებები აფხაზეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება თვითგამოცხადებულ რეგიონს სანქციები მოუხსნას, წერს რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 7 აპრილს.  

გაზეთის ცნობით, წინადადებათა პაკეტი შეიცავს თანამშრომლობას საბანკო სექტორში, მათ შორის შეღავათიანი კრედიტების გაცემას აფხაზეთის ეროვნული ბანკისთვის 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით; ორმაგი დაბეგვრის მოხსნას და აფხაზეთის ინტეგრაციას რუსეთის საბაჟო სისტემაში; საერთაშორისო საზღვაო კავშირებს სოხუმის, ოჩამჩირის და ბიჭვინთის პორტებთან, ასევე სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას.

”კომერსანტის” ცნობით, აფხაზური მხარე გამოდის ინიციატივით, რომ რუსული პასპორტების მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლები რუსეთის სოციალური დახმარების პროგრამებში ჩაერთონ და რუსული პენსიები მიიღონ. ”აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის გახსნა შესაძლოა კულმინაცია გახდეს [ამ პროცესის],” - წერს ”კომერსანტი”.

პრეზიდენტმა პუტინმა გასულ კვირას გაგზავნილ წერილში განუცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, რომ რუსეთი გააღრმავებს თანამშრომლობას ორ რეგიონთან. ”რუსეთი სულაც არ არის გულგრილი ორი რესპუბლიკის მოსახლეობის, იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წუხილების და პრობლემების მიმართ. ამიტომაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას ექნება არა დეკლარაციული, არამედ საგნობრივი ხასიათი,” - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 3 აპრილს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის ეს ქმედება იყო ”დაუფიქრებელი და აბსოლუტურად მიუღებელი და სახიფათო - უპირველეს ყოვლისა, თავად რუსეთისთვის”.   


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9