Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია სააკაშვილის საწინააღმდეგო რიტორიკას აძლიერებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აპრ.'08 / 16:59

ცხრა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა ბლოკმა, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას, გააფრთხილა ხელისუფლება, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ”სახალხო აჯანყება” გარდაუვალი იქნება. 
 
”დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც იქნება მეორე ტური 5 იანვრის არჩევნებისა, რომელიც [პრეზიდენტმა] სააკაშვილმა მოიპარა,” - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 7 აპრილს, ”ქართველ ხალხს ექნება აჯანყების უფლება, თუ 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბოლო მოვუღო სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს მშვიდობიანი გზით”. 

გამყრელიძემ ეს განცხადება გადაცემა Primetime-ში გააკეთა. თოქშოუ, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მთლიანად ახალი ოპოზიციური ბლოკის შექმნას მიეძღვნა, გამოყენებულ იქნა ოპოზიციის ლიდერების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალური რიტორიკის გასაძლიერებლად. დეპუტატმა გამყრელიძემ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ზომიერი და კონსტრუქციული მიდგომებით, განაცხადა: ”ჩემი კონსტრუქციული მიდგომა დასრულდა 5 იანვარს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა გააყალბა არჩევნები”.

დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა იმავე გადაცემაში, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ”ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ სახალხო აჯანყების სცენარს 22 მაისისთვის. ”ამას არაფერი აქვს საერთო იარაღის ან ძალის გამოყენებასთან; როდესაც ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციების თავმჯდომარეების დახმარებით, როგორიცაა [ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან] თარხნიშვილი, პოლიციის, უშიშროების აგენტების, მინისტრების, გუბერნატორების დახმარებით არჩევნებს აყალბებს, ხალხს აქვს უფლება გამოაგდონ ისინი თავიანთი კაბინეტებიდან,” - დასძინა მან.   

”ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც მართავენ სერიოზული ტერორისტები,” - განაცხადა დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის პარტიულ სიაში პირველი ადგილი უკავია, ”და არავინ ქვეყანაში არ უნდა დაიშუროს ძალ-ღონე, რათა თავიდან მოვიშოროთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი”.

გაჩეჩილაძემ, რომელიც თვითონ კოსტიუმებს და ჰალსტუხებს იშვიათად ატარებს, ასევე განაცხადა: ”ხელი უნდა მოვკიდოთ მათ ჰალსტუხებში და გამოვათრიოთ თავიანთი კაბინეტებიდან. უნდა იჯდეს თარხნიშვილი თავისი დიდი ჰალსტუხით კაბინეტში? ის ციხეში უნდა იჯდეს”.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციური ბლოკი ”ანტი-ნაცისტურ კოალიციას” შეადარა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიებს ერთი მიზნის გარშემო ”თავი დავაღწიოთ სააკაშვილის რეჟიმს”, რომელიც მან ჰიტლერს შეადარა. 
”ჩვენი კოალიცია არის ანტი-ნაცისტური კოალიცია,” - განაცხადა დავითაშვილმა თოქშოუში, ”ახლა პარტიის იდეოლოგიაზე კამათის დრო არ არის, ახლა ერთიანობის დროა. 21 მაისის არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ არის, ეს უფრო რეფერენდუმია: გვინდა თუ არა ჩვენ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი... ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჰიტლერი - სააკაშვილი წავიდეს”. კითხვაზე იყო თუ არა სააკაშვილი ”ჰიტლერი” იმ დროს, როდესაც დავითაშვილი მისი მოკავშირე იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს, მან უპასუხა: ”ის არ იყო ჰიტლერი მაშინ, ის ჰიტლერი მოგვიანებით გახდა”.

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან განაცხადა: ”ჩვენ სააკაშვილს დამნაშავედ მივიჩნევთ და ჩვენ მას მხოლოდ ერთი გზით მოვექცევით - ჩვენ ვიქნებით მისი პროკურორები, ის კი - დამნაშავე; და მას მოუწევს თავის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოში”. 

თოქშოუს დროს წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციურ  კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის წარსულში არსებულ უთანხმოებებზე. კერძოდ, მან უჩვენა ირაკლი ოქრუაშვილის საარქივო ჩანაწერი, რომელშიც ეს უკანასკნელი, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, უარყოფს ახალი მემარჯვენეების განცხადებას და ამბობს: ”თუ მე ვიტყვი, რომ ფიქრია ჩიხრაძე [დეპუტატი ახალი მემარჯვენეებინდა] ყოველ საღამოს ატარებს ცირკთან და შემოსავალს დავით გამყრელიძეს აძლევს, როგორც მთავარ სუტინიორს, დამიჯერებთ?” 

როდესაც წამყვანმა ჰკითხა ფიქრია ჩიხრაძეს, რა რეაქცია ჰქონდა მას, როდესაც ოქრუაშვილის ეს განცხადება მოისმინა, მან ირონიულად უპასუხა: ”ეს განცხადება ძალიან მოუხდებოდათ მიხეილ სააკაშვილს და ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკურ კონტექსტში”. ამ განცხადებას დარბაზის ხმაურიანი აპლოდისმენტები მოყვა, სადაც ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერები ისხდნენ. 
  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10