Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაზეთის ცნობით, კრემლი განიხილავს ოფიციალურ ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 აპრ.'08 / 15:50

კრემლმა მოამზადა პრეზიდენტის განკარგულება ”რუსეთის ფედერაციის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობების გაღრმავებას ორ თვითგამოცხადებულ რეგიონთან, წერს რუსული ”ნეზავისიმაია გაზეტა” 14 აპრილს.

გაზეთი იტყობინება კრემლის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ განკარგულება საშუალებას მისცემს სხვადასხვა სამინისტროებს და სახელმწიფო სტრუქტურებს თავიანთი წარმომადგენლობები გახსნან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ”რათა პირდაპირი ოფიციალური თანამშრომლობა დამყარდეს ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან”. გაზეთის ცნობით, ჯერჯერობით არ განიხილება რუსეთის საკონსულოს გახსნის საკითხი.

”მოსალოდნელია, რომ გაიხსნება ერთი წარმომადგენლობა, ვთქვათ, [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები] რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად - ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების მისიები შესაძლოა ჩამოყალიბდეს ამ წარმომადგენლობის ქოლგის ქვეშ,” - იტყობინება ”ნეზავისიმაია გაზეტა” უცნობ წყაროზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, რუსეთი ასევე განათავსებს ამ წარმომადგენლობაში თავის მოქმედ დიპლომატებს, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირდებიან როგორც თბილისში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები. ”თუმცა, მათ არ ექნებათ ოფიციალური აკრედიტაცია და ქართული ვიზები,” - წერს გაზეთი.

გაზეთი ასევე წერს, რომ პრეზიდენტის განკარგულების ხელმოწერის თარიღი მგრძნობიარე საკითხია. უცნობმა წყარომ განუცხადა რუსულ გაზეთს, რომ იგი იმედოვნებს, რომ განკარგულებას ვლადიმერ პუტინი მაისის დასაწყისში გადადგომამდე მოაწერს ხელს, რადგანაც დოკუმენტის ხელმოწერა ბიუროკრატიული პრობლემების გამო შესაძლოა გაიწელოს მას შემდეგ, რაც სათავეში დიმიტრი მედვედევი მოვა.

თუმცა დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა ”ნეზავისიმა გაზეტას” განუცხადა: ”ახლა არ უნდა იყოს საუკეთესო დრო რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად”.

მისი თქმით, რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური აღიარებისგან 2009 წლის დეკემბრამნდე მაინც. ”დიმიტრი მედვედევმა არ უნდა დაიწყოს თავისი პრეზიდენტობა ისეთი ნაბიჯებით, რომლებიც უკიდურესად გააუარესებს მის ურთიერთობებს დასავლეთთან. აფხაზეთის აღიარება რისკიანი ქმედებაა”.

”მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, ღირებული იყოს ამგვარი რისკის გაწევა დღეს, რადგანაც ხვალ შესაძლოა უკვე გვიან იყოს,” - დასძინა ზატულინმა, ”კოსოვოს საკითხი მუდამ მწვავე არ იქნება. ახლა მსოფლიო გაგებით შეხვდება ჩვენ ქმედებებს არაღიარებული რესპუბლიკების მიმართ, როგორც ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარების საპასუხო ქმედებას. თუ ჩვენ ახლა ვერ მოვაგვარებთ ამ საკითხს, ის თავს ოლიმპიური თამაშებისთვის გაგვახსენებს [2014 წელს]. და ჩვენ უკვე გვაქვს ამის მაგალითი: ჩინეთი-ტიბეტი”. 

რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 7 აპრილს წერდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭო აპირებს განიხილოს კონკრეტული წინადადებები აფხაზეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. გაზეთის ცნობით, წინადადებათა პაკეტი შეიცავს თანამშრომლობას საბანკო სექტორში, მათ შორის შეღავათიანი კრედიტების გაცემას აფხაზეთის ეროვნული ბანკისთვის 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით; ორმაგი დაბეგვრის მოხსნას და აფხაზეთის ინტეგრაციას რუსეთის საბაჟო სისტემაში; საერთაშორისო საზღვაო კავშირებს სოხუმის, ოჩამჩირის და ბიჭვინთის პორტებთან, ასევე სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20