Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საფრანგეთმა ოქრუაშვილს თავშესაფარი მიანიჭა
/ 23 აპრ.'08 / 16:50
სივილ ჯორჯია

საფრანგეთმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, განაცხადეს მისმა ფრანგმა და ქართველმა ადვოკატებმა 23 აპრილს.

”საფრანგეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აცნობა ბატონ ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე,” - განუცხადა ადვოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს თბილისში 23 აპრილს, ”ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ ექსტრადიციის საკითხი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება”.

”ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, კარგი სიახლე,” - განუცხადა ადვოკატმა ქრისტინა მარტინომ Associated Press-ს, ”ნათელია, რომ როდესაც ვინმეს აღიარებენ ლტოლვილად, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ასპექტი აღიარებულია”.

პარიზის სასამართლომ ივნისში უნდა განაახლოს მოსმენა ოქრუაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე.

”მას [ოქრუაშვილს] ისევ მოუწევს ექსტრადიციის შესახებ მოსმენებზე დასწრება, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ რადგანაც ამგვარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სასამართლო უარყოფს ექსტრადიციის მოთხოვნას,” - განუცხადა ოქრუაშვილის ერთ-ერთმა ფრანგმა ადვოკატმა ”როიტერს”.

Deutsche Presse-Agentur (dpa) იტყობინება, რომ საფრანგეთის ლტოლვილთა და სახელმწიფოს არმქონე პირების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი კერძო საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებენ.  

ამასობაში, პოლიტიკოსებმა ოპოზიციური კოალიციიდან უკვე განაცხადეს, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილებამ ოქრუაშვილისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე დაადასტურა, რომ ოქრუაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ”პოლიტიკური რეპრესიის” მსხვერპლი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 მარტს 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ოქრუაშვილი მსჯავრდებულია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოძალვის მუხლებით. სასამართლომ მას მოუხსნა ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი გულგრილობაზე წაყენებული ორი ბრალდება. ეკა ბესელიამ მაშინ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი უკანონო იყო, რადგანაც პარიზის სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მის ექსტრადიციის საქმეზე. მან პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, რის შემდეგაც ოქრუაშვილს სახაზინო ადვოკატი იცავდა.

20 მარტს თავის სატელევიზიო ინტერვიუში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ჩქარობდა განაჩენის გამოტანას, რათა ხელი შეეშალათ მისთვის 21 მაისის საპარლამნეტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. მსჯავრდებულს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება არ აქვს.     

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23