Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თბილისი მოთხოვნებს არ ცვლის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'08 / 20:20

ქართული მხარე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებისთვის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების სანაცვლოდ მოითხოვს მოსკოვისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან პირდაპირი ეკონომიკური კონტაქტების დამყარებას ითვალისწინებს.

”საქართველო თავის პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთთან მსოფლიო ორგანიზაციაში  შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაგრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთი აპრილში რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს,” - განუცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ Civil.ge-ს.  

იგი დღეს საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჟენევაში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე, სადაც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა.

კოვზირიძის განცხადებით, ასევე ძალაში რჩება ქართული მხარის მოთხოვნა საქართველოს კონფლიქტის ზონებში მდებარე ორი არალეგალური გამშვები პუნქტის - განთიადი-ადლერის და როკი-ქვემო ზარამაგის - ლეგალიზების თაობაზე, რაც რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების წამყვან საკითხს წარმოადგენს.

მისი ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა 16 ივნისს კვლავ ჟენევაში გაიმართება.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8