Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ომის რისკი იზრდება - კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მოხსენება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ივნ.'08 / 18:44

საქართველოს გადაწყვეტილი აქვს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ”ქორები” თბილისში სერიოზულად განიხილავენ სამხედრო ვარიანტს, ნათქვამია ბრიუსელში მდებარე კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group (ICG) მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

თუმცა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯერჯერობით იმარჯვებენ ზომიერი პოზიციის მქონენი პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში.

დეტალური მოხსენება - ”საქართველო და რუსეთი: დაპირისპირება აფხაზეთის გამო” - ეყრდნობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ინტერვიუებს.

”თბილისი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მოითხოვს, მაგრამ გავლენიანი ქორები ხელისუფლებაში, განსაკუთრებით ზოგიერთ სახელისუფლებლო ორგანოში და ასევე რამდენიმე გავლენიანი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან უფრო მტკიცე ქმედებებს მოითხოვენ,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”ჯერჯერობით, იმარჯვებენ ზომიერი პოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც მოითხოვენ სიფრთხილეს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დაცვისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით”.

მოხსენება იტყობინება გავლენიანი კონტაქტების მქონე უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს მიეძღვნა, ძალის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა. 

მოხსენების თანახმად, ისინი, ვინც უფრო სამხედრო ოპერაციისკენ იხრებიან, მიიჩნევენ რომ ეს უნდა განხორციელდეს ან რუსეთის პროვოკაციის, ან ”დადგმული ინციდენტის” საპასუხოდ. მათი აზრით ამას უნდა მოჰყვეს სწრაფი ოპერაცია აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დასაკავებლად, რათა შემდეგ მოხდეს აფხაზეთის გაყოფა იმ დრომდე, სანამ აფხაზეთის მთელი ტერიტორიის დაბრუნება გახდება შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს თბილისი სამხედრო მოგვარების წინააღმდეგ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”თბილისში არსებობს ძლიერი შეგრძნება იმისა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს არსებული სტატუს ქვოს შესაცვლელად, რომლის დროსაც რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის”.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ”დიპლომატიური პასუხი გასცა” რუსეთის ქმედებების შემდეგ დაძაბულობის ზრდას, რამდენიმე წყარომ, მათ შორის მაღალი რანგის დიპლომატებმა,  დაადასტურეს, რომ სენაკის სამხედრო ბაზა საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

”ზემო კოდორის ხეობაში განლაგებულმა ორმა საშუალო დონის ქართველმა მეთაურმა განუცხადა კრიზისების ჯგუფს, რომ დამატებითი სამხედრო მზადებების საჭიროება იქ [ხეობაში] არ არსებობს. მათი თქმით, ყველა საჭირო სამხედრო ტექნიკა, თავდასხმითი და თავდაცვითი შეიარაღება, უკვე ადგილზეა და ეს ტერიტორია მომზადდა მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის 2007 წლის ზაფხულში, როდესაც თბილისი ხეობის განვითარების მიზნით იქ გზები დააგო და ხიდები ააშენა,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”მაღალი რანგის დიპლომატმა დაადასტურა, რომ ხეობის ინფრასტრუქტურა განვითარდა, მათ შორის მისი კომუნიკაციებიც, რომელიც გაცილებით სცილდება ხეობის რამდენიმე ასეული მოსახლის საჭიროებებს. დამატებითმა წყაროებმა ასევე მიუთითეს, რომ კოდორში გაიგზავნა იარაღი და სხვა სამხედრო ინვენტარი”.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი აფხაზეთთან მიმართებაში სამშვიდობო ინიციატივით გამოდის, ნათქვამია მოხსენებაში, საქართველომ ახლა აფხაზური მხარე უნდა დაარწმუნოს, რომ ეს ინიციატივები არ გულისხმობს მხოლოდ ”დასავლელი პარტნიორების დაკმაყოფილებას”.

”ამისათვის საჭიროა აგრესიული რიტორიკის დაუყონებლივ შეწყვეტა,” - აცხადებს ICG და დასძენს, რომ თბილისის განცხადებებში ბოლო დროს ”ძალიან ბევრი შერეული გზავნილი იყო”.

მოხსენების თანახმად, აფხაზური მხარე შიშობს, რომ ის ყველაზე მეტად წააგებს რუსულ-ქართულ დავაში. 

”რუსეთი მათი [აფხაზეთის] ერთადერთი მხარდამჭერი იყო... მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი ოდესმე ოფიციალურად ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ამის სანაცვლოდ აფხაზებს იყენებენ იმ მიზნებისთვის, რომელთაც ცოტა რამ აქვთ საერთო მათ ინტერესებთან და მათ საფრთხე ემუქრებათ, რომ შთანთქმული იქნებიან როგორც უმცირესობა გიგანტურ რუსეთის ფედერაციაში,” - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება ასევე მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს დაარწმუნონ რუსეთი გამოიყვანოს ის ძალები და აღჭურვილობა აფხაზეთიდან, რომელიც არ შეესაბამება მათ სამშვიდობო მანდატს.

”აშშ-მ და ევროკავშირმა ცალსახად უნდა აღიარონ ის უარყოფითი ზეგავლენა, რაც შესაძლოა აფხაზეთის კონფლიქტმა მოახდინოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე,” - ნათქვამია მოხსენებაში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18