Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელმწიფო ბიუჯეტი 236 მლნ ლარით გაიზარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'08 / 18:22

პარლამენტმა 84 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2008 წლის ბიუჯეტის 236 მლნ ლარით ზრდას. შედეგად, ბიუჯეტმა 6.9 მლრდ ლარი შეადგინა. 

აღნიშნული ზრდა 10 მილიონით აღემატება იმ პროექტის პარამეტრებს, რომელიც მთავრობამ თავდაპირველად წარადგინა პარლამენტში.

მთავრობის განცხადებით, საბიუჯეტო ზრდა დამატებითმა შემოსავლებმა განაპირობა.

გარდა დამატებითი შემოსავლების ასახვისა, ბიუჯეტში ხარჯების ახლებური გადანაწილება ხდება - რიგი უწყებების დაფინანსების შემცირების ხარჯზე, რაც ჯამში 172 მლნ ლარს შეადგენს, ცალკეულ უწყებებს დაფინანსება ეზრდებათ.

ყველაზე მეტ თანხას - 295 მლნ ლარს -  თავდაცვის სამინისტრო მიიღებს და მისი ბიუჯეტი 1.395 მლრდ ლარს მიაღწევს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით მიიღებს 40 მლნ ლარს და მისი მთლიანი დაფინანსება 640 მლნ ლარი გახდება.

30 მლნ ლარით მცირდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, თუმცა როგორც მთავრობა აცხადებს,  ეს კლება არ აისახება იმ სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსებზე, რასაც წინასაარჩევნოდ დაპირდა ხელისუფლება.

აგრეთვე, მცირდება ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 23 მლნ ლარით და საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე გათვალისწინებული 52 მლნ ლარი (თურქმენეთის და ყაზახეთის ვალის მომავალ წლებზე გადავადების ხარჯზე).

საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, 2 მლნ ლარით გაიზრდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება, ხოლო ტერიტორიული ტრანსფერის ფარგლებში დამატებით 1.7 ათასი ლარი მოხმარდება ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის დაფინანსებას და ზამთრის პერიოდში ზემო აფხაზეთის მოსახლეობის საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე მთლიანობაში გათვალისწინებულია დამატებით 46 მლნ ლარი, საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 500 ათასი ლარით, რაც მიიმართება დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებაზე.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 124 ათასი ლარით, მათ შორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსების 90 ათას ლარიანი კლების ხარჯზე.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 1.5 მლნ ლარით, რაც მოხმარდება ქვეყანაში რაგბის განვითარებას.

45 ათასი ლარით ლიხტენშტეინის გრანტის ხარჯზე იზრდება სახალხო დამცველის ოფისის დაფინანსება.

იმავდროულად, იზრდება საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 1.4 მლნ ლარით და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ასიგნება 500 ათასი ლარით. მთავრობის სარეზერვო ფონდი ასევე გაიზრდება 500 ათასი ლარით.

გარდა ამისა, იზრდება იმ სამინისტროებისა და უწყებების ბიუჯეტები, რომლებმაც წლის განმავლობაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის ხარჯების გაწევა განახორციელეს სარეზერვო ფონდებიდან  - ეს თანხა ჯამში 19 მლნ ლარს შეადგენს.

საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, ”სავალუტო კურსის ცვლილების” მოტივით 67.4 მლნ ლარით მცირდება ახლადშექმნილი ”სტაბილური განვითარებისა” და ”მომავალი თაობების” ფონდების შევსების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები. ეს კლება უკავშირდება საქართველოს მიერ 500 მლნ აშშ- დოლარის ოდენობით გამოშვებულ ევროობლიგაციებს.

საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს მათ შორის იმის გამოც, რომ ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, სოციალური პროექტების დაფინანსება მცირდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12