Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჩრდილოეთ ოსეთი ცხინვალს აგრესიის მოგერიებაში დახმარებას პირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 აგვ.'08 / 13:35

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა ცხინვალის რეგიონს ”აგრესიის მოგერიებაში” დახმარება აღუთქვა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 2 აგვისტოს.  

მამსუროვს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითისთან მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ზონაში ინტერნსიური სროლები მოხდა,  რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა ცხინვალში და მის მიმდებარე სოფლებში. ხოლო ქართული მხრიდან ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაშავდა.

”ჩრდილოეთ ოსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს და მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენ სამხრეთელ ძმებს,” - განაცხადა მამსუროვმა. ”შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომელმაც ნამდვილი ომი გააჩაღა ოსეთის წინააღმდეგ. მზად ვართ ერთად მოვიგერიოთ აგრესია”.

ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის მხარე იტყობინება, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქიდან და ახლომდებარე სოფელ დმენისიდან ბავშვების და ქალების ევაკუაცია განახორციელოს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13