Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კოკოითი საყოველთაო მობილიზაციის შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 აგვ.'08 / 15:10

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, სეპარატისტული ხელისუფლება საყოველთაო მობილიზაციას გამოცხადებს და დახმარებისთვის ჩრდილოეთ კავკასიელ მოხალისეებს მიმართავს.  

”სამხრეთ ოსეთი ყოველთვის ცდილობდა არ ჩაერთო თავის პრობლემებში ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ძმური დახმარება აღმოგვიჩინონ. მაგრამ არსებულ ვითარებაში, ჩვენ ძლივს ვაჩერებთ ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეების ნაკადს,” - იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით 2 აგვისტოს.

”ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეცადეთ თავიდან აგვეცილებინა საომარი მოქმედებები და მოლაპარაკებების პროცესი გაგვეგრძელებინა, მაგრამ საქართველო შანსს არ გვიტოვებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი მიწა,” - დასძინა მან.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს გვიან ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას ქართულმა მხარემ ცხინვალის და ახლომდებარე ოსური სოფლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ქართული მხარის განცხადებით, ქართული სოფლების დაცხრილვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25