Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაზეთის ცნობით, ისრაელი წყვეტს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 აგვ.'08 / 11:05

ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგობის გამო, იტყობინება Associeted Press-ი ებრაულ გაზეთ Maariv-ზე დაყრდნობით.

გაზეთი იტყობინება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა ისრაელს 20 აპრილის ინციდენტის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის თავზე ისრაელში წარმოებული ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსეთმა სთხოვა ისრაელს შეწყვიტოს საქართველოს მომარაგება სამხედრო ტექნიკით, რადგანაც რუსეთიც დროდადრო ასრულებს ისრაელის თხოვნას არ მიაწოდოს იარაღი იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, წერს Maariv-ი.

საქართველომ საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავები ”ჰერმეს 450” ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისგან შეიძინა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპრილში განაცხადა, რომ საქართველოს 40 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ ისრაელმა შეაჩერა იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის.

”მე გავიგე ამ ინფორმაციის შესახებ; ისრაელის პრესაში ჭორიკანა სტატია გამოქვეყნდა,” -  განაცხადა იაკობაშვილმა თბილისში 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი ვარაუდით, ეს ”ჭორაობა” უკავშირდებოდა ისრაელის შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ”თქვენ იცით, რომ კომპრომატების ომი ამ ქვეყანაში უცხო არ არის,” - დასძინა მან.

”ჩვენ დავუკავშირდით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს; ისრაელის მიერ იარაღის გაყიდვის შეჩერებას ადგილი არ ჰქონია,” - განაგრძო მან. ”მე ვერ ვხედავ ისრაელიდან იარაღის მოწოდების რაიმე პრობლემას”.

ანალოგიური ინფორმაცია ისრაელის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შეჩერების თაობაზე 2005 წლის თებერვალშიც გაჩნდა, რაც ასევე უარყო ოფიციალურმა თბილისმა. 
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31