Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'08 / 10:58

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, კონფლიქტის ზონაში შუაღამისას და გამთენიისას მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად თვრამეტი ადამიანი დაშავდა ოსური მხრიდან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 აგვისტოს საღამოდან ოსმა სეპარატისტებმა განახორციელეს სოფელ ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის  და ნულის დაბობმვა.  ამავე ინფორმაციის თანახმად, დაჭრილია ორი ქართველი  სამშვიდობო.

ამავდროულად, სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, 18 ადამიანი, მათ შორის 88 წლის მამაკაცი და ოთხი ქალი, დაიჭრა მას შემდეგ ოსურ სოფლებს ხეთაგუროვს, დმენისს, სარაბუკს, უბიათს და ცხინვალის შემოგარენს ”მასიური ცეცხლი” გაუხსნეს. თავდაპირველად, სამხრეთ ოსურმა მხარემ 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ ექვსი ადამიანი დაშავდა სროლების შედეგად.

სამხრეთ ოსურმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ სროლები კონფლიქტის ზონაში 7 აგვისტოს დილის 10 საათზე განახლდა. მისი თქმით, ცეცხლი გაუხსნეს ზნაურის რაიონის ოსურ სოფელ უბიათს.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13