Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი ექვსპუნქტიან გეგმას მხარს უჭერს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 აგვ.'08 / 20:24

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან გამართული შეხვედრის შემდეგ მხარდაჭერა აღუთქვა ექვს-პუნქტიან გეგმას საქართველოში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

მოსკოვში სარკოზისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას მედვედევმა გეგმის ექვსი პრინციპი წაიკითხა. მოსკოვიდან სარკოზი თბილისში ჩამოვა და შეეცდება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გეგმის მხარდაჭერა მოიპოვოს.

”პირველი [პრინციპი] - ვალდებულება ძალის არ გამოყენების თაობაზე,” - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა. ”მეორე - სამხედრო მოქმედებების საბოლოოდ დასრულება; მესამე - ჰუმანიტარული დახმარებაზე თავისუფალი დაშვება; მეოთხე - ქართული შეიარაღებული ძალები ბრუნდებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილებზე; მეხუთე - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ჯარები გადაადგილდებიან ხაზზე, რომელიც არსებობდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე. საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე რუსი სამშვიდობოები იღებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს; მეექვსე - საერთაშორისო განხილვების დაწყება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების შესახებ”.

მისი თქმით, თუ ქართული მხარე ნამდვილადაა მზად ხელი მოაწეროს ამ პრინციპების შესრულებას და გაიყვანოს თავისი ძალები, მაშინ ”სამხრეთ ოსეთში სიტუაციის თანდათანობით ნორმალიზებისკენ გზა გაიხსნება”.

”ჩვენ შევეცადეთ ქაღალდზე მოგვეძებნა მოგვარების გზა, რაც უზრუნველყოფდა მოკლევადიან საშუალებას შეთანხმების მისაღწევად,” - განაცხადა სარკოზიმ. ”ეს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება პერმანენტული გახდეს”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12