Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ოქრუაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 აგვ.'08 / 23:11

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მადლიერია ირაკლი ოქრუაშვილისა - რომელსაც მან ოდესღაც მისი ”უდიდესი შეცდომა” უწოდა - მხარდაჭერის გამოხატავის გამო რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე.

”მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც დამირეკა გასულ ღამეს და თითქმის ტიროდა და ამბობდა, რომ რეზერვისტად წავიდოდა იქ,” - განუცხადა მან ათიათასობით ადამიანის, რომლებიც 12 აგვისტოს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

ფართომასშტაბიანი აქცია ხელისუფლებამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ერთიანობის დემონსტრირების მიზნით მოაწყო.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ერთ დროს სააკაშვილის უახლოესი მოკავშირე იყო, სააკაშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ გასულ წელს გადაიქცა. მას საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა მას შემდეგ, რაც მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ”ფართომასშტაბიან გამოძალვაში” სცნო დამნაშავედ და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ კი ლევან გაჩეჩილაძეს მხარდაჭერისთვის.

”მინდა მადლობა გადავუხადო ლევანს იმის გამო, რომ მან თქვა, რომ რუსეთი ვერასოდეს გადაწყვეტს, ვინ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. გმადლობთ ამ განცხადებისთვის,” - განაცხადა სააკაშვილმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14