Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ექვს-პუნქტიანი გეგმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 აგვ.'08 / 12:55

ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე მომზადებული გეგმა, რომელიც ექვს პრინციპს ეფუძნება:

  1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
  2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
  3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
  4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
  5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
  6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  პირობების შესახებ.  

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 14 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილს გამოუგზავნა წერილი, სადაც ის განმარტავს მე-5 პრინციპს. გთავაზობთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ ფრანგულ ენაზე გავრცელებული ამ წერილის არაოფიციალურ თარგმანს:

”ბატონო პრეზიდენტო,

რაც შეეხება ექვს პუნქტიანი შეთანხმების მე-5 პუნქტს, რომელზეც თქვენ - პრეზიდენტ მედვედევის შემდეგ -განაცხადეთ თანხმობა ჩვენი თბილისში შეხვედრის დროს 12 აგვისტოს, და რომლის გათვალისწინებითაც “რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე”. და რომ ”საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს”. მსურს მოგახსენოთ შემდეგი დაზუსტებების შესახებ:

- როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს  თბილისში,  ეს “უსაფრთხოების დამატებითი ზომები“ შეიძლება განხორციელებულ იქნას სამხრეთ ოსეთის უშუალო სიახლოვეს, საქართველოს სხვა  დანარჩენი ტერიტორიის ნაწილის გამორიცხვით;

- უფრო ზუსტად ეს “ზომები“ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ზონის შიგნით რამოდენიმე კილომეტრის სიღრმეში, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრიდან, იმის გათვალისწინებით რომ მასში არცერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრი არ შევა  - მე მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით ქალაქი გორი - განსაკუთრებული  შეთანხმებები უნდა იქნას მიღებული, რათა გარანტირებულ იქნას თავისუფალი მოძრაობა და საგზაო და სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოში;

- ეს “დამატებითი უსაფრთხოების ზომები“ მიიღებს პატრულირების ფორმას, რომელსაც უზრუნველყოფენ მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალები არსებული შეთანხმებებით დაშვებულ ფარგლებში, რუსეთის ყველა სხვა ძალები, შეთანხმების ოქმის თანახმად, უნდა დაბრუნდნენ 7 აგვისტომდელ პოზიციებზე;
 
- ეს “ზომები“ იქნება დროებითი ხასიათის, სანამ უმოკლეს ვადებში არ იქნება ჩამოყალიბებული “საერთაშორისო მექანიზმი“, რომლის არსი და უფლებამოსილება უკვე განხილვის საგანია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით კი ეუთოში, ევროკავშირსა და გაეროში;

- ამ დაზუსტებების საფუძველზე, მე გთხოვთ რომ დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა, რომელიც თქვენ მომეცით და გამოაცხადეთ საჯაროდ თბილისში, თქვენი ხელმოწერის დასმით ექვს პუნქტიან შეთანხმების ოქმზე და რომელსაც მე როგორც მოწმემ და გარანტმა, ევროკავშირის სახელით ხელი მოვაწერე. პრეზიდენტმა მედვედევმა გუშინ დამარწმუნა, რომ თქვენი  ხელმოწერა უზრუნველყოფდა რუსეთის ძალების გაყვანას დადებული შეთანხმების შესაბამისად.

ბატონო პრეზიდენტო,
უდიდესი პატივისცემით
ხელმოწერა  ნიკოლა სარკოზი

რესპუბლიკის პრეზიდიუმს სურს დაამატოს 3 დაზუსტება

- წერილში, რომელიც თან ახლავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, ნახსენები ტერიტორია მოიაზრება, როგორც კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვე, ისე როგორც ეს განსაზღვრულია ადრინდელი შეთანხმებებით, საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის ნაწილის  გამორიცხვით. ამ დოკუმენტით დადგენილი ზომები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრიანი სიღრმის ზონის შიგნით ცხინვალის გარშემო კონფლიქტის ზონაში;

- წერილში  ჩამოთვლილმა ზომებმა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდონ ან საფრთხე  შეუქმნან თავისუფალ მოძრაობას,  საგზაო და სარკინიგზო მიმოსვლას საქართველოში;

- კონფლიქტის მოგვარების პროცედურის სხვა ასპექტები განიხილება შემდეგში”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26