Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს საქართველოში რუსეთის ჯარებზე მონაცემებს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 აგვ.'08 / 14:58

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საქართველოში მყოფი რუსული ჯარების ადგილმდებარეობის, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო აღჭურვილობის შესახებ მონაცემები.

მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულია 970 რუსი სამხედრო მოსამსახურე, 66 ჯავშანმანქანა, 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ყუმბარმტყორცნი და სხვა სამხედრო აღჭურვილობები, მათ შორის სატვირთო მანქანები და კარვები. 

”თითოეული ადგილმდებარეობა და რიცხობრივი რაოდენობა გადამოწმებულია ორჯერ,”- განაცხადა შსს-მ და ასევე არ გამორიცხა, რომ მის ხელთ არსებულ მონაცემებზე მეტი რაოდენობა იყოს წარმოდგენილი როგორც პირადი შემადგენლობის, ისე სამხედრო ტექნიკის კუთხით. 

აღმოსავლეთ საქართველო

შსს-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის შიდა ქართლში, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე და თავად ცხინვალის რეგიონში 27 აგვისტოს მდგომარეობით რუსული ბლოკსაგუშაგოები შემდეგ ტერიტორიებზეა განთავსებული:

1. პერევი (საჩხერის რაიონი);
2. გოდორა (საჩხერის რაიონი);
3. მუგუთი (ზნაურის რაიონი);
4. ალი (ხაშურის რაიონი);
5. ფცა (ქარელის რაიონი);
6. ვარიანი (გორის რაიონი);
7. კარალეთი (გორის რაიონი);
8. შავშები (გორის რაიონი);
9. ერგნეთი (გორის რაიონი);
10. წიარა (ჯავის რაიონი).

თითოეულ ამ საგუშაგოზე დაახლოებით 60 რუსი სამხედრო და 4 ჯავშანმანქანაა მობილიზებული. ხდება ჯავშანმანქანებით გადაადგილება მიმდებარე ტერიტორიების და სოფლების ”პატრულირების” მიზნით.

11. იკოთი (ახალგორის რაიონი) - სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის მძიმე ტექნიკა,  2 ყუმბარმტყორცნი და 100 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია ასევე სანგრები;
12. მეღვრეკისსა და ბროწლეთს შორის (გორის რაიონი) დაახლოებით 15 ჯავშანმანქანაა განთავსებული;
13. ოძისიდან (ახალგორის რაიონი) 1 კმ-ში ჩრდილოეთით  - ერთი ჯავშანმანქანა და 15 რუსი ჯარისკაცი;
14. მოსაბრუნი (ახალგორის რაიონი)  - ერთი ჯავშანმანქანა და 15 რუსი ჯარისკაცი;

დასავლეთ საქართველო

შსს-ს ინფორმაციით, რუსული ბლოკსაგუშაგოები 27 აგვისტოს მდგომარეობით განთავსებულია:

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

1. სოფელი თეკლათი (სენაკთან ახლოს) – 5 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;
2. სოფელი პირველი მაისი (ხობის რაიონი) – 2 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;
3. ფოთში სოფლებს შუა ხორგას და ჭალადიდს (ხობის რაიონი) შორის, ყულევის ნავთობტერმინალთან - 4 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 30 რუსი ჯარისკაცი;
4. სოფელი მენჯი, რკინიგზიდან 10 მეტრში  - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი;
5. სოფელი კანთისუბანი, წალენჯიხასა და ჩხოროწყუს შორის გზასთან - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 30 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;
6. სოფლების ჭალეს და მუჟავას (წალენჯიხის რაიონი) შესასვლელების გზაჯვარედინზე - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 20 რუსი ჯარისკაცი;
7. ქალაქ ჩხოროწყუში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი;
8. ნაბადას დასახლება, ფოთის შესასვლელში - 2 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 30 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;

კოდორის ხეობა

9. გენწვისი;
10. ომარიშარა;
11. საკენი;
12. ჩხალთა;
13. ქვაფჩარა;

ხეობაში რუსული და აფხაზური ძალები არიან განლაგებული, თუმცა მათი ზუსტი ოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 22 აგვისტოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ახალი ბლოკსაგუშაგოების გახსნეს შემდეგ ტერიტორიებზე:

14. ხუდონი;
15. ჯიკმური;
16. ოჩამჩირე;
17. გუფაგუ;
18. მეორე გუდავა;
19. ანაკლია;
20. მთა კვირა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6