Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საბიუჯეტო ხარჯები 255 მლნ ლარით იზრდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 სექ.'08 / 11:59

2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, ხარჯვითი ნაწილი, ძირითადად უცხოური დახმარების საფუძველზე,  255. 4 მლნ ლარით გაიზრდება და 7. 2 მლრდ ლარს მიაღწევს; შემოსავლები კი 65.2 მლნ ლარით მოიმატებს და მთლიანობაში 5. 4 მლრდ ლარს შეადგენს. 

ყველაზე მსხვილ დაფინანსებას  - 150 მლნ ლარის ოდენობით -  ახლაც თავდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომელსაც აგვისტოს საომარ მოქმედებამდე მთლიანი ბიუჯეტი 1.395 მლრდ ლარი გაუხდა ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად. ახლა თავდაცვის დაფინანსება მთლიანობაში 1.545 მლრდ ლარს მიაღწევს და ის, როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ”დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას” მოხმარდება.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროს, გარდა უცხოური დახმარებისა, ასევე შეადგენს ცენტრალური ხაზინის ანგარიშებზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები. ეს იმ ფონზე, როცა საგადასახადო შემოსავლების 270 მლნ ლარით შემცირებაა დაგეგმილი.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტები  მთლიანობაში 354.5 მლნ ლარით იზრდება. აქედან 340 მლნ ლარი აგვისტოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დონორი ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობებისგან მისაღები გრანტებია, ხოლო 14.5 მლნ ლარი -  უკრაინის მთავრობისგან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი.

ცვლილებების თანახმად, ეს და  საბიუჯეტო უწყებების დაფინანსების შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული სხვა თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება.

• 107. 5 მლნ ლარი - რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის. ეს თანხა განაწილდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;

• 150 მლნ ლარი  - თავდაცვის სამინისტროს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის;

• 100 მლნ ლარი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებისათვის. შედეგად, შსს-ს დაფინანსება წელს 740 მლნ ლარი გახდება;

• 21.5 მლნ ლარი - რთველის ღონისძიებების დაფინანსება. აქედან 9 მლნ ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ხოლო 12.5 მლნ ლარი პროგრამა ”იაფი კრედიტის” ფარგლებში გამოიყოფა;

• 14 მლნ ლარი -  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონფლიქტის ზონებიდან დევნილი მასწავლებლების ხელფასების დაფინანსებისთვის, განათლების იმ დაწესებულებების რემონტისა და კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის, სადაც დროებით განთავსებული არიან დევნილები, დევნილი სტუდენტების გრანტის დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის;

• 16 მლნ ლარი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც უმეტესი თანხები დაიხარჯება საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული მოქალაქეების მკურნალობაზე;

• 35 მლნ ლარი - დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების დაფინანსებისათვის.      

იმავდროულად, დაფინანსება უმცირდებათ: ენერგეტიკის სამინისტროს -  12.2 მლნ ლარით; ფინანსთა სამინისტროს - 4 მლნ ლარით; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს - 3 მლნ  ლარით; პარლამენტს - 2 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1.3 მლნ ლარით; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - 1.1 მლნ ლარით; ასევე ”წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის ღონისძიებები”  - 10 მლნ ლარით, როგორც ეს საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათშია ნათქვამი.

იმავდროულად, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სტაბილური განვითარების ფონდში გადასარიცხი თანხების მოცულობა მცირდება 191.9 მლნ ლარით.

წელს რიგით მესამე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ამ კვირაში დაიწყება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23