Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'08 / 11:31

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოიწვია მათ შორის ის, ვინც ექვსი თვის წინ მის გადადგომას ითხოვდა, რათა მათთვის აგვისტოს ომის შემდგომი კრიზისის გადალახვის შესახებ საკუთარი იდეები გაეზიარებინა.

დემოკრატიიული განვითარების ფონდში გამართულ განხილვებში მონაწილეობა მიიღეს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. განხილვებს ასევე ესწრებოდნენ მედიის რამოდენიმე წარმომადგენელი, ასევე პოლიტიკური მიმომხილველები და ექსპერტები, მათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრები.

დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი შეხვედრაში მონაწილეობა ”შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს”. სწორედ გამყრელიძე შიმშილობდა მარტში თავის თანაპარტიელებთან ერთად ბურჯანაძის მისაღებში პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით.

”რომ არა არსებული კრიზისული სიტუაცია, ძნელად თუ წარმოვიდგენდი ამ მაგიდასთან [ბურჯანაძესთან] ერთად ჯდომას,” - განაცხადა გამყრელიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. ”მაგრამ ქვეყანაში არსებული კრიზისი გვაიძულებს გვერდზე გადავდოთ წარსული. ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა, ხელისუფლების შეცვლა”.  

შეხვედრის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ ასევე დაუჭირა მხარი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას.
 
თუმცა, ბურჯანაძე სიფრთხილეს იჩენს რადიკალური მოთხოვნების დაყენებასთან დაკავშირებით. 

”ჩემი პოზიცია ვადამდელი არჩევნების შესახებ დამოკიდებული იქნება მტკიცებულებების შესწავლის შედეგებზე და მწვავე კითხვებზე გაცემულ პასუხებზე,” - განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ მხედველობაში ჰქონდა რა მისი ინიციატივა კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. 12 სექტემბერს ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა იყო თუ არა შესაძლებელი ომის თავიდან აცილება.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი თავის პარტიის აქტივისტებს შეხვდა და საკმაოდ გრძელი სიტყვით გამოვიდა არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზებზე. 

რესპუბლიკური პარტია ცვლილებების თანდათან განხორციელების მომხრეა საარჩევნო სისტემის რეფორმის და კონსტიტუციური ცვლილებების გზით, რამაც საბოლოოდ ქვეყანა უნდა მიიყვანოს საერთაშორისოდ ადმინისტრირებულ საპარლამენტო არჩევნებამდე, სავარაუდოდ, 2009 წლის გაზაფხულზე.

”აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენ მოწმენი ვართ ხელისუფლების მიერ ახალი კამპანიის მცდელობებისა, რათა ყველა საშუალებით შეინარჩუნონ ძალაუფლება,” - განაცხადა უსუფაშვილმა პარტიის აქტივისტებთან შეხვედრაზე. ”ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა და თითოეული ნაბიჯის მთავარი პრიორიტეტი”.

”საუკეთესო სცენარი იქნება, თუ სააკაშვილი გადადგება,” - განაგრძო მან. ”მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილი გამოვა, აღიარებს თავის შეცდომებს და გადადგება”.

უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მექანიკური შეცვლა ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას, ”რადგანაც არსებული პარლამენტის და პრეზიდენტის არსებული ძალაუფლების პირობებში, დიდი სხვაობა არ არის, თუ ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი”.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ”რომელიც მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ადმინისტრირებული”.

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ვადამდელ არჩევნებს წინ უნდა უსწრებდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილებას გაზრდის. 

მისი თქმით, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს შორის არის ტელევიზიების თავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება, რაც ასევე ვადამდელი არჩევნების წინ უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

”მე მჯერა, რომ სავსებით შესაძლებლია დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება ამ მცდელობებში,” - განაცხადა უსუფაშვილმა. ”დასავლეთიდან ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე სააკაშვილი ერთი დღესაც ვერ გაძლებს. ამრიგად, უნდა გვესმოდეს, თუ სად დევს ამ პრობლემის მოგვარების გასაღები... ამ ბრძოლაში გვჭირდება პარტნიორი, ვინმე ისეთი, ვის აზრსაც ხელისუფლება ითვალისწინებს”.

მან ასევე განაცხადა, რომ გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსის ჩართვაა საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების შექმნის საკითხში შუამავლობის მიზნით.

”ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეარჩიონ ვინმე - სერიოზული და წონიანი ფიგურა, შესაძლოა ეს იყოს რომელიმე [დასავლელი] სახელმწიფოს ყოფილი ლიდერი - რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე,” - განაცხადა უსუფაშვილმა.

თავისუფალი სატელევიზიო მედიის უკიდურესი საჭიროება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელიც დემოკრატიული განვითარების ფონდში გამართულ სამსაათიან შეხვედრაზე იქნა განხილული. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეხვედრის მონაწილეები ”სამუშაო ჯგუფის” შექმნაზე შეთანხმდნენ.

ბურჯანაძემ ასევე დაადასტურა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. თავიდანვე გაჩნდა მოსაზრება, რომ  ბურჯანაძემ ფონდის შექმნით საფუძველი მოამზადა მისი პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებისთვის.

ბურჯანაძე, რომელიც ბოლო წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხშირად გამხდარა მისი ოპონენტების პოლიტიკური დარტყმის სამიზნე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6