Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
’სრულად დააკმაყოფილეთ დემოკრატიული სტანდარტები’ - მოუწოდებს სხეფერი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'08 / 18:08

რეფორმების შემდგომი განხორციელება საუკეთესო გზაა საქართველოსთვის, ”რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტ კონსენსუსს” ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თარიღთან დაკავშირებით, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 16 სექტემბერს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას სხეფერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ალიანსის წევრი, საიდუმლო არ არის, რომ ”განსხვავებული შეხედულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს საქართველო ჩვენს წევრობის სამოქმედო გეგმას”.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში შეიკრიბებიან და ”პირველ შეფასებას” მისცემენ საქართველოს განაცხადს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები აპრილში ბუქარესტის სამიტზე შეთანხმდნენ. 

”მე გულწრფელად მჯერა, რომ - რეფორმების კურსის გაგრძელებით, პასუხისმგებლობიანი ქმედებით, საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კურსის არჩევით და უსაფრთხოების ხელშეწყობით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ - საქართველო შეძლებს ხელი შეუწყოს მეტ კონსენსუსს ნატოს მოკავშირეებს შორის MAP-ის მიღების ვადებთან და ნატოში მის საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით,” - განაცხადა სხეფერმა, ”მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის ნატოს მოკავშირეების მისაღებია, საქართველოსაც ბევრის გაკეთება შეუძლია და უნდა გააკეთოს ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოსახდენად”.

მან აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ ”მნიშვნელოვანი შოკი მიიღო”.
 
”მაგრამ ამის პასუხი არ უნდა იყოს დემოკრატიული რეფორმების შეჩერება ან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლარიზებულ დაპირისპირებაში ჩართვა,” - განაგრძო სხეფერმა, ”ეს იქნება მარტივი გზა, თუმცა ამავე დროს, არასწორი. საქართველოს შემდგომი გზა - მისი უსაფრთხოებისა და დასავლელ პარტნიორებთან მზარდი თანამშრომლობისთვის - არის რეფორმების შემდგომი განხორციელება და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება”.

”მაშინ როდესაც სხვები უპასუხისმგებლოდ იქცევიან, საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორი,”- აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ”მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული, სასამართლო, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროების რეფორმირების კუთხით”; თუმცა, იქვე დასძინა: ”ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს  საქართველოს გასაკეთებელი ნატოს დემოკრატიული სტანდარტების სრულად დასაკმაყოფილებლად”.

მისი თქმით, მართალია აგვისტოს ომი ”შესაძლოა შემაფერხებელი აღმოჩნდა, ნატოსკენ მიმავალი გზა კვლავ ფართოდაა გაღებული საქართველოსთვის”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა - რუსეთთან მიმართებაში - რომ არც ერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება ამ პროცესთან დაკავშირებით.

”ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ ჩვენი ძლიერი კავშირები საქართველოსთან, გარეშე სამხედრო ინტერვენციის და ზეწოლის შედეგად დაიმსხვრეს,” - განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნატოს მოწოდება რუსეთის მიმართ შეცვალოს მისი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სხეფერმა განაცხადა, რომ ნატოს კრიტიკა რუსეთის ქმედებების მიმართ არანაირად არ ნიშნავს, რომ ალიანსის კარი მოსკოვისთვის იხურება.

”არა, რუსეთის დასჯა არ არის გამოსავალი,” - განაცხადა მან. ”გამოსავალი ნამდვილად არის საქართველოს დახმარება. თქვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა იქ არის, სადაც არის - მას არ შეუძლია ადგეს და მსოფლიოს უფრო მშვიდ ადგილას გადაბარგდეს. საბოლოო ჯამში, საქართველოს და რუსეთს მოუწევთ თანაარსებობა. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველო იქნება საკმარისად სანდო, სტაბილური და უსაფრთხო - და ასეთად დაინახავს მას მისი ყველა მეზობელი. და ჩვენ, ნატოში, გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ისევ წავიდეს წინ ამ მიმართულებით”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10