Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი უარყოფს ამერიკელ ლობისტებზე ”მილიონების” ხარჯვას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 სექ.'08 / 19:49

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ მის ადმინისტრაციას ”ლობირების კუთხით რაიმე ურთიერთობები” აქვს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში რენდი შეუნმანთან. 

მას ეს კითხვა BBC-ის გადაცემა HARDtalk -ში მაშინ დაუსვეს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმ უზარმაზარ მხარდაჭერაზე საუბრობდა, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს.

”ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვიღებთ აშშ-ს ადმინისტრაციისგან,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშისა და მისი ადმინისტრაციიდან მოდის, არამედ აშშ-ს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატისგან.

ამის თქმისას გადაცემის წამყვანმა სტეფან საკურმა გააწყვეტინა სააკაშვილს და ჰკითხა: ”არავინ ერთი წამითაც არ უარყოფს იმას, რომ თქვენ ფანტასტიური PR-ი გაქვთ და ბევრი მხარდამჭერი გყავთ ვაშინგტონში; ზოგი ამბობს, ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ თქვენ მილიონობით დოლარს ხარჯავთ ლობისტურ წრეებში და PR-ზე ვაშინგტონში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბატონი მაკკეინის მრჩეველიც არის [რენდი შეუნმანი]; მისმა ორგანიზაციამ [Orion Strategies] უამრავი ფული მიიღო თქვენი მთავრობისგან; ამრიგად, თქვენ ნამდვილად გყავთ PR-მეგობრები, მაგრამ როდესაც საქმე ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ დახმარებას ეხება, რა გაგიკეთეს ამერიკელებმა იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ რუსებს, რაც უნდათ ის აკეთონ თქვენს ტერიტორიაზე?”

”ახლა ისე ლაპარაკობთ, როგორც ბატონი პუტინი,” - უპასუხა სააკაშვილმა გადაცემის წამყვანს ღიმილით. ”რა მილიონობით დოლარი? რა ლობისტები? ... ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ რამეში დავხარჯოთ, განსაკუთრებით ლობირებაში”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პირადად იცნობს რენდი შეუნემანს და ბოლოს დაახლოებით ორი წლის წინ შეხვდა მას, როდესაც სენატორი მაკკეინი საქართველოში ჩამოვიდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სენატორი მაკკეინი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების უზარმაზარი მხარდამჭერია და ”მე ამისთვის მისი მადლიერი ვარ”.

”ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია რაიმე ურთიერთობები ჯონ მაკკეინთან და მის გარშემო მყოფ ადამიანებთან ლობირების თვალსაზრისით,” - განაგრძო მან. ”მე ვიცნობდი რენდის მანამდეც [ვიდრე ის საქართველოში მაკკეინთან ერთად ჩამოვიდოდა], მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე ფარული ან უხერხული ურთიერთობები რენდისთან და განსაკუთრებით კი სენატორ მაკკეინთან”.

Washington Post-ი წერდა 31 აგვისტოს, რომ 2004 წლიდან Orion Strategies-მა საქართველოს ხელისუფლებისგან 800 000 აშშ დოლარი მიიღო.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44