Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2009 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ოქტ.'08 / 17:41

მომავალ წელს თავდაცვის სფერო ბიუჯეტიდან 950 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 445 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე - 1.395 მლრდ ლარზე.

თუმცა თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლისა და მომავალი წლის დაფინანსებას შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი 10 ოქტომბერს კენჭს უყრის საბიუჯეტო ცვლილებებს და თავდაცვის ბიუჯეტს 1.545 მლრდ ლარამდე გაზრდის. 2008 წლის დასაწყისში თავდაცვის დაფინანსება 1.1 მლრდ ლარს შეადგენდა.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს ოქტომბრის დასაწყისში წარუდგინა, სადაც შემოსავლების სახით დაგეგმილია 5.3 მლრდ ლარი, ხოლო ხარჯები შეადგენს 4.9 მლრდ ლარს.

თუმცა მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი კორექტივები განიცადოს.

8 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არ იქნება, თუმცა ”დონორებთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რათა გაირკვეს თუ რომელი დონორი რა ვადებში, რა პირობებში, რა თანხებს გამოყოფს და საით იქნება ეს თანხები მიმართული”.

მისი თქმით, საბიუჯეტო პრიორიტეტები იქნება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა რეაბილიტაცია და ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნა.

მთლიანობაში, სამინისტროების დაფინანსება წლევანდელთა შედარებით მცირდება და 2009 წელს მათი ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.391 მლრდ ლარი;
თავდაცვის სამინისტრო – 950 მლნ ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 500 მლნ ლარი;
ფინანსთა სამინისტრო  – 1. 212 მლრდ ლარი;
ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 338.7 მლნ ლარი;
ენერგეტიკის სამინისტრო  – 77.4 მლნ ლარი;
იუსტიციის სამინისტრო – 157.3 მლნ ლარი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 66 მლნ ლარი;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 523.3 მლნ ლარი;
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –70 მლნ ლარი;
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 97.4 მლნ ლარი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 32.8 მლნ ლარი;
ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 30 მლნ ლარი;
რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი; 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.1 მლნ ლარი;
რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი;
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  750 ათასი ლარი.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მინიმალური პენსია 70 ლარზე შენარჩუნდება. პენსიის ეს ოდენობა 2008 წლის აპრილიდან გაიცემა. მომავალ წელს კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები დევნილი 22 ლარს, ხოლო კერძო სექტორში მცხოვრები - 28 ლარს მიიღებს ყოველთვიურად. გარდა ამისა თითოეულ დევნილზე კომუნალური ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად 5 ლარის შემწეობაა გათვალისწინებული.

მომავალ წელს დაფინანსება  42.9 მლნ ლარამდე გაეზრდება საქართველოს პარლამენტს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები შემცირდება 13.4 მლნ ლარამდე. დაახლოებით, 2 მლნ ლარით გაეზრდება დაფინანსება  მთავრობის კანცელარიას და 12 მლნ ლარს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც წელს 43.9 მლნ ლარით ფინანსდება, მომავალს წელს 8.4 მლნ ლარს მიიღებს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2 მლნ ლარს მიიღებს, ნაცვლად წელს გათვალისწინებული 1.9 მლნ ლარისა.

5 მლნ ლარით გაიზრდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ბიუჯეტი და მომავალ წელს 25.5 მლნ ლარს შეადგენს.

საგრძნობლად იზრდება ასევე საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსებაც, რომელიც მომავალ წელს 25 მლნ ლარს მიაღწევს.  წელს საპატრიარქოსთვის 9.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, არაფერია ნათქვამი მომავალი წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, ლარის გაცვლით კურსსა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8