Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”მაესტროს” შესაძლოა პოლიტიკური გადაცემის გაშვების უფლება მიეცეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ოქტ.'08 / 17:19

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე განაცხადა, რომ გამოიძებნა ”კომპრომისული” ვარიანტი, რომელიც საშუალებას მისცემს საკაბელო ტელევიზია ”მაესტროს” ეთერში გაუშვას პოლიტიკური პროგრამები.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატებთან და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი არველაძესთან 10 ოქტომბერს გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

”ერთი მხრივ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის და პროცედურის ფარგლებში, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, მაგრამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, ვინაიდან ის უკავშირდება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას,”- განუცხადა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

ბაქრაძის თქმით, საუბარია არა ახალი ლიცენზიის გაცემაზე, არამედ ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, რომელიც "მაესტროს" საშუალებას მისცემს ეთერში პოლიტიკური კომპონენტი განათავსოს.

კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მარეგულირებელი კომისია ლიცენზიის მოდიფიცირებაზე იმსჯელებს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მაესტროს” არსებული ლიცენზიის პირობების დარღვევის მოტივით 4 აპრილს უარი უთხრა საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე, რაც შემეცნებით-გასართობ პროგრამებთან ერთად პოლიტიკური პროგრამების გაშვების უფლებასაც მისცემდა საკაბელო არხს. ეს გადაწყვეტილება ”მაესტრომ” სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 30 სექტემბერს სასამართლომ ძალაში დატოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება.

6 ოქტომბერს მედიის თავისუფლების შესახებ მოთხოვნებს შორის ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ”მაესტროსთვის” პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლების მიცემა. მოგვიანებით, საპარლამენტო ოპოზიციიდან დეპუტატმა გია თორთლაძემ ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში ასევე მოითხოვა ”მაესტროზე” პოლიტიკური დებატების გაშვება.

ეს მოთხოვნა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ასევე გაახმოვანა უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ. პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელი კონსულტაციები სწორედ ამ განცხადებაზე რეაგირების შედეგად შედგა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8