Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეხმარება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ოქტ.'08 / 17:59

ევროკავშირი 1.4 მილიონი ევროს ღირებულების პროექტით დაეხმარებას საქართველო სახალხო დამცველის აპარატს, რომლის მიზანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება და მისი როლის განმტკიცება.

პროექტი მიზნად ისახავს  სამი წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება სისხლის სამართლის რეფორმის, საზოგადოებაში კანონის უზენაესობის როლისა და ადამიანის უფლებების შესახებ გათვითცნობიერებულობის ამაღლების მიმართულებით, იტყობინება ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში.

სახალხო დამცველის აპარატისთვის გაწეული დახმარება მრავალმხრივი იქნება, ანალიტიკური განყოფილებების შექმნით დაწყებული და სისხლის სამართლის რეფორმების მონიტორინგისთვის ახალი მიდგომებისა და პროგრამების შემუშავებით დამთავრებული; გათვალისწინებულია მონიტორინგის  სახელმძღვანელოების შექმნა და ტრენინგები; აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული სამართლებრივი, კრიმინოლოგიური და სხვა საკითხები.

პროექტს განახორციელებს ავსტრიული კომპანია Human Dynamics, რომელსაც საქართველოში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით სამართლის სფეროში.

ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით სახალხო დამცველის აპარატი  მიიღებს დამატებით დაფინანსებას 400 000 ევროს ოდენობით კომპიუტერული აღჭურვილობითა და საკანცელარიო ნივთებით მომარაგებისათვის, რითაც ხელი შეეწყობა მის მოდერნიზაციასა და რეგიონალური ოფისების აღჭურვას.

პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატს გადაეცემა 12 ავტომანქანა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17