Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტყეშელაშვილი აგვისტოს ომის შესახებ პარლამენტის დროებით კომისიას ინფორმაციას აწვდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ოქტ.'08 / 13:24

დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის მოსმენის შემდეგ  აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ 25 ოქტომბრის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილი მოიწვია.

განსხვავებით ბეჟუაშვილის ჩვენებისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მთელი გამოსვლა მეორე არხმა პირდაპირ ეთერში უჩვენა.

ქვემოთ მოცემულია ტყეშელაშვილის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

• რუსული აგრესიის მიზეზი იყო საქართველოს არჩევანი თავისუფლების და დამოუკიდებლობის, დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ;
• რუსეთმა საფრთხედ აღიქვა საქართველოს წარმატება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ასევე საქართველოს როლი ენერგო სატრანზიტო მარშრუტში;
• რაც მოხდა მხოლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ ეხებოდა, ეს იყო უფრო დიდი სურათის ნაწილი, რომელიც მოიცავდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ამბიციას იმპერიის აღდგენის თაობაზე;
• თბილისი თვითგამოცხადებულ რეგიონებს სთავაზობდა ფართო ავტონომიას - ეკონომიკურს, პოლიტიკურს და კულტურულს; ასევე დევნილთა ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას;
• მეგობართა ჯგუფის ეგიდით მიმდინარე ჟენევის პროცესი უნაყოფო გამოდგა. რუსეთის მონოპოლია სამშვიდობო და მოაპარაკებების პროცესებზე გახდა მთავარი მიზეზი ამ მოლაპარაკებების უნაყოფობისა;
• სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში არ იყო მზადყოფნა შეეცავალათ სიტუაცია და ამ გზით დაპირისპირებოდნენ რუსეთს. საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებობდა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის პოზიცია უნდა კონსტრუქციული გაეხადათ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად;
• ჩვენი მთავარი მიზანი იყო სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია; დევნილთა დაბრუნება, ეკონომიკური თანამშრომლობა თემებს შორის, მათ შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონები გალსა და ოჩამჩირეში და მეორე ეტაპზე მოლაპარაკებები პოლიტიკურ საკითხებზე - ძალაუფლების განაწილება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის;
• ამ პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყო რუსეთის როლი. რუსეთი ყველაფერს აკეთებდა ჩვენსა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის პირდაპირი კონტაქტების აღსაკვეთადაც კი;
•  საქარველოს პრეზიდენტის მიერ თავისი რუსი კოლეგისთვის გაგზავნილი წერილი [რომელიც შეიცავს წინადადებას აფხაზეთთან დაკავშირებით] საჯაროა და ამ წერილის ასლს მოგაწვდით, ასევე იმ წერილს, რომელიც რუსულმა მხარემ საპასუხოდ გამოაგზავნა;
• ეს იყო ძალიან პრაგმატული წინადადება რუსეთისთვის;
• ეს არ იყო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა პრობლემს სრულ მოგვარებას, ეს იყო მხლოდ პირველი ნაბიჯი სრული მოგვარებისკენ;
• წინადადება ითვალისწინებდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბებას გალსა და ოჩამჩირეში და რუსული ძალების გაყვანას ამ რაიონებიდან და მათ ჩანაცვლებას საერთაშორისო ზედამხედველობით შექმნილი ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალით, ასევე დევნილთა დაბრუნებას. მეორე ეტაპზე, გათვალისწინებული იყო ამ პროცესის გადატანა ჩრდილოეთით [აფხაზეთის სხვა ნაწილებში];
• რუსეთს ვთავაზობდით ყოფილიყო ამ დადებითი პროცესის ნაწილი. ჩვენ არ გვინდოდა ინტერნაციონალიზაცია რუსეთის ინტერესების ხარჯზე; ჩვენ ვთავაზობდით ძალიან პრაგმატურ წინადადებას და ეს იყო ამ წინადადების იდეა. ჩვენ ასევე ვთავაზობდით რუსეთს გაეუქმებინა 16 აპრილის გადაწყვეტილება [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე] ამ წინადადების ფარგლებში;
• რუსეთის პასუხი ამ წინადადებებზე იყო ძალიან მწვავე. იქ ფაქტიურად ნათქვამი იყო, რომ რუსეთი წინააღმდეგია დევნილთა დაბრუნების, რადგანაც, მისი თქმით, მათი დაბრუნების დრო არ არის;
• რუსეთმა ასევე უარი თქვა 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებაზე, ასევე დამატებითი ძალების გამოყვანაზე. ეს იყო ძალიან არაკონსტრუქციული უარი საქართველოს ხელისუფლების ძალიან პრაგმატულ წინადადებაზე;
• ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მიესალმნენ ქართული მხარის ამ წინადადებებს;
• 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული საქართველოს საგარეო უწყება მუშაობდა საგანგებო რეჟიმში. ჩვენ მუდმივად ვაწვდიდით ჩვენს [საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას საფრთხეების შესახებ. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებულნი ჩვენს მიერ აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ;
• ეს იყო დიდი წარმატება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს არც ერთი რეზოლუცია არ მიუღია, რომელიც როგორღაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული;
• მე ცოტა ხანი ვითანამშრომლე ჩვენს ელჩთან რუსეთში [ეროსი კიწმარიშვილთან. კიწმარიშვილი აპრილში დაინიშნა საქართველოს ელჩად რუსეთში, ხოლო ივლისში რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის აღიარების შემდეგ იგი მოსკოვიდან გამოიწვიეს]. მე შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ახალი ჩასული იყო იმ ქვეყანაში და კარგად ორიენტირებული არ იყო და არც ადგილობრივი პოლიტიკური არხები გააჩნდა. ჩვენთვის ის არ ყოფილა სერიოზული დიპლომატიური წყარო;
• საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ივარაუდა, რომ კიწმარიშვილს არ ჰქონდა ”სწორი შთაბეჭდილება მისი როლის და ამოცანის შესახებ”;
• ჩვენი გადაწყვეტილება იყო ძალიან სწორი, რომ გამოწვევია ელჩი; თუმცა რამოდენიმე მისი განცხადება, რომელიც მან გამოწვევის შემდეგ გააკეთა, შეუსაბამო იყო. მან განაცხადა, რომ წუხს, რომ ჩვენ [ქართულმა მხარემ] ვერ შევძელით რუსული მხარის დარწმუნება ჩვენი სამშვიდობო ზრახვების გულწრფელობაში;
• ტყეშელაშვილმა კიწმარიშვილის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც მას კომისიას თავმჯდომარემ სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ყოფილი ელჩის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უგულებელყო მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია;
• როდესაც დაიწყო სამხედრო ინტერვენცია ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის საგარეო უწყებას პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ორგანიზება გაეკეთებინა, თუმცა ჩვენ უარი გვითხრეს. მხოლოდ კონდოლიზა რაისის და [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ] შტაინმაიერის ჩარევის შემდეგ, [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერეგეი] ლავროვი დათანხმდა ჩემთან საუბარზე.
• ლავროვთან საუბრის დროს აშკარა გახდა, რომ რუსეთს მხოლოდ დრო გაჰყავდა და ნათელი გახდა, რომ რუსეთი არ იყო დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტაში;
• ისინი მოითხოვდნენ ქართული ძალების გაყვანას კონკრეტული ადგილებიდან და როდესაც ჩვენ ვიკითხეთ რა იქნებოდა გაყვანის გაკონტროლების მექანიზმი, პასუხი ის იყო, რომ ისინი გაანალიზებდნენ სიტუაციას მათივე უშიშროების სამსახურების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც ფაქტიურად იმას ნიშნავდა, რომ რუსეთს შეეძლო ნებისმიერ დროს ეთქვა, რომ ჩვენ არ ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებას; ამგვარი მიდგომა მიუღებელი იყო;
• როგორც ჩანს, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია შოკი იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რაც შესაძლოა ყოფილიყო დაგვიანებული საერთაშორისო რეაქციის მიზეზი [ეს განცხადება იმ კითხვის საპასუხოდ გაკეთდა, თუ რატომ მოყვა ომის დაწყებას საერთაშორისო რეაქცია მხოლოდ სამი დღის შემდეგ].     
• მოსკოვთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების მცდელობები არ ყოფილა. თუმცა ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩვენ შევეცადეთ საქმიანი ტიპის მოლაპარაკებები გაგვემართა, რაც შეუძლებელი გახდა რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო;
• მისი თქმით, ოფიციალური განცხადება აგრესიის დაწყების შესახებ არ გაკეთებულა 7 აგვისტოს ადრე, რადგანაც ”ეს იქნებოდა უზარმაზარი პოლიტიკური განცხადება, რადგანაც მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობდით სიტუაციის შემობრუნებას და თავიდან აგვეცილება სიტუაციისთვის რუსეთთამ ომის სტატუსის შეძენა; ჩვენ ვცდილობდით აღგვეკვეთა მოვლენების გადაზრდა უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციაში”;
• ამგვარი შეფასებები, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რუსეთმა არაპროპორციულად უპასუხა, არ არსებობს. შესაძლოა იყოს გარკვეული კითხვები თუ რამდენად ადექვატური პასუხი გასცა ქართულმა მხარემ, მაგრად რაც შეეხება ამ საკითხს, ჩვენ კვლავ მზად ვართ თანამშრომლობისთვის საერთაშორისო გამოძიებასთან - ტყეშელაშვილმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ჰკითხა მას, თუ რატომ იყო ”სტერეოტიპი” საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო - ამის მაგალითად მან მოიყვანა საფრანგეთის პრეზიდენის ცოტახნისწინანდელი განცხადება ამ საკითხზე;
• ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მანდატი უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ აგვისტოს მოვლენების გამოძიებას, არამედ ეთნიკური წმენდის სიღრმისეულ შესწავლას, რაც არა მხოლოდ აგვისტოში განხორციელდა, არამედ 90-იანი წლების დასაწყისშიც. ის ფაქტი, რომ 90-იანი წლების ეთნიკური წმენდა უპასუხოდ დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, გახდა მიზეზი ამ ბოლოდრიუნდელი ეთნიკური წმენდისა . 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12