Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ყურაშვილი: ჩემი განცხადება იმპულსური იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'08 / 13:08

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ მან 7 აგვისტოს ღამით ”იმპულსური” განცხადება გააკეთა, როცა ტელევიზიით განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული ძალები კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციას ატარებდნენ.

მან ეს განცხადება დღეს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე ჩვენების მიცემისას გააკეთა მას შემდეგ, რაც 27 ოქტომბერს კომისიის წინამორბედ სხდომაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა და მოგვიანებით, იმავე დღეს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ ხაზი გაუსვეს, რომ ყურაშვილმა 7 აგვისტოს ცნობილი განცხადება თვითნებურად გააკეთა.

”ეს არ ყოფილა არავისთან შეთანხმებული და არავის დავალება მე არ მქონია,”- განუცხადა ყურაშვილმა კომისიის წევრ დეპუტატებს, ”ალბათ თქვენ ტელევიზიით არ იცით რა არის საომარი მოქმედებები უშუალოდ. მე ვიყავი ბრძოლიდან გამოსული და ჟურნალისტი, რომელიც შემომეყარა  - ბრიფინგი მომზადებული არ იყო - შესაბამისად, მეც მომზადებული არ ვიყავი და გავაკეთე იმპულსური განცხადება, რომელზეც სხვათა შორის მომზადებული რომ ვყოფილიყავი, სხვანაირ განცხადებას გავაკეთებდი”.

იაკობაშვილმა 27 ოქტომბერს კომისიას განუცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ბრძანება არ ყოფილა უმაღლეს დონეზე გაცემული, თუმცა ყურაშვილის განცხადება რუსეთმა გამოიყენა PR-თვის, თითქოს ქართული მხარე პრობლემას ძალის გამოყენებით აგვარებდა.

ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ ყურაშვილის განცხადება არ ყოფილა სანქცირებული და მისი არსი არასწორი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ყურაშვილმა ამისთვის საყვედური მიიღო.

”მე საყვედური მივიღე გაერთიანებულ შტაბში,” - დაადასტურა დღეს ყურაშვილმა.

მან ასევე უარყო აგვისტოში გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ყურაშვილის გაუჩინარება მის სავარაუდო დაპატიმრებას უკავშირდებოდა.

”მე კანტუზია მქონდა. დაკავება ეს დეზინფორმაცია იყო,”- განაცხადა ყურაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17