Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალ მთავრობაში ოთხმა მინისტრმა დაკარგა თანამდებობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ოქტ.'08 / 17:25

იუსტიციის, კულტურის, ლტოლვილთა და განსახლების და გარემოს დაცვის მინისტრებმა დაკარგეს თანამდებობები ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი ნდობას, 1 ნოემბერს გამოუცხადებს.

ზურაბ ადეიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, იუსტიციის მინისტრად დასახელდა, რომელიც ამ პოსტზე ნიკა გვარამიას შეცვლის. ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. 2008 წლის იანვარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე ადეიშვილი გენერალური პროკურორი იყო.

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, კულტურის მინისტრად დასახელდა. იგი ამ პოსტზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილს შეცვლის.

დეპუტატი კობა სუბელიანი თამარ მარტიაშვილს შეცვლის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე. სუბელიანს დეპუტატად კენჭისყრამდე უკვე ეკავა ეს თანამდებობა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის მინისტრს ირაკლი ღვალაძეს შეცვლის.  

ყველა დანარჩენმა მინისტრმა თანამდებობები შეინარჩუნა. 

  • ვანო მერაბიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი
  • დავით კეზერაშვილი - თავდაცვის მინისტრი
  • ეკა ტყეშელაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ეკა შარაშიძე - ეკონომიკის მინისტრი
  • ალექსანდრე ხეთაგური - ენერგეტიკის მინისტრი
  • ნიკა გილაური - ფინანსთა მინისტრი
  • სანდრო კვიტაშვილი - ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი
  • გია ნოდია - განათლების და მეცნიერების მინისტრი
  • ბაკურ კვეზერელი - სოფლის მეურნეობის მინისტრი
  • თემურ იაკობაშვილი - სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
  • გიორგი ბარამიძე - სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში
  • დავით ტყეშელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი რეგიონალურ საკითხებში
  • იულონ გაგოშიძე - სახელმწიფო მინისტრის დიასპორის საკითხებში

”ლოგიკურია, რომ მთავრობაში უმნიშვნელო ცვლილებები ხორციელდება, რადგანაც მთავრობამ გადალახა ის მთავარი გამოცდა, რასაც ომი ჰქვია; ამიტომ, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 29 ოქტომბერს.

”მთავრობამ ორგანიზებულად იმუშავა ყველაზე მწვავე პერიოდში. ახლა ჩვენს წინაშე ახალი გამოწვევები დგას და ჩვენ ამ გამოწვევებს უნდა დავუპირისპირდეთ. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 18 თვეში დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპს, რომელიც ქვეყანაში ომამდე არსებობდა,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა.  

მისი თქმით, ახლა არ არის დრო მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისების, თუმცა ”განახლება იქნება ჩემი მუშაობის თანმდევი პრინციპი”. 

მთავრობაში ვიცე-პრემიერები მას შემდეგ დაინიშნებიან, რაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მინისტრთა კაბინეტს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40