Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მზადაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ნოე.'08 / 11:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს თბილისი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 18 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ”აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს” და ”წარმოადგენს საბჭოური პროპაგანდის კიდევ ერთ მაგალითს”.

რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები 15 ოქტომბერს ჟენევაში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, მოლაპარაკებები ჩაიშალა, როგორც შუამავლებმა თქვეს, ”პროცედურული სირთულეების” გამო - რაც უკავშირდებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების როლსა და სტატუსზე უთანხმოებას.  

”რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდის შეწყვეტას, ამაზე პასუხისმგებელია არა საქართველო, არამედ რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმები,” - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სურს, რომ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლებმა, ხოლო სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების არაფორმალურ შეხვედრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ საქართველოს სურს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც იყვნენ წარმოდგენილი არაფორმალურ შეხვედრებზე.

”საქართველოს მხარე მზადაა მონაწილეობა მიიღოს 18 ნოემბერს ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში, ყველა მხარესთან შეთანხმებული ფორმატის ფარგლებში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერად რუსეთის ფედერაცია მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რაც აჩვენებს მის დამოკიდებულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ. ჟენევის ფორმატი, ჩვენი აზრით, კარგ პერსპექტივას იძლევა არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და გადაუჭრელი საკითხების განხილვის თვალსაზრისით,” - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14