Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობა ღიად რჩება - შამბა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'08 / 18:39

18 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში სოხუმის მონაწილეობის საკითხი ღიად რჩება, რადგან მისი დელეგაციისთვის თანაბარუფლებიანი სტატუსის მინიჭების საკითხში პროგრესი არ არის მიღწეული, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 10 ნოემბერს.

მან ეს განცხადება აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშსა და ჟენევის პროცესის ორგანიზატორებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან პიერ მორელის, იოჰან ვერბეკეს და ჟან თალასს შორის სოხუმში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მათი სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი შეხვედრა უშედეგო იქნება,”- იუწყება ”აფსნიპრესი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჟენევის პროცესში მონაწილეობას აფხაზური მხარე მიიღებს მხოლოდ თანაბარი უფლებებით”.

სწორედ დელეგაციების სტატუსზე შეუთანხმებლობა გახდა 15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზი.

9 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ სეპარატისტები ჟენევის მოლაპარაკებებში ”თანაბარუფლებიანი პარტნიორების” სტატუსით უნდა იყვნენ წარმოდგენილები. თუმცა თბილისის სურვილია, რომ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლებმა, ხოლო სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების არაფორმალურ შეხვედრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სურს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც იყვნენ წარმოდგენილი არაფორმალურ შეხვედრებზე.

სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმისთვის მიუღებელია ”ალტერნატიული” ადმინისტრაციების  მონაწილეობა ჟენევის შეხვედრაში. 

ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ სოხუმს არ სურს საქართველოს ”დანაშაულებრივ რეჟიმთან” დიალოგი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8