Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალურ საკითხებში პარლამენტის დროებით კომისიას ჩვენება მისცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'08 / 19:35

სახელმწიფო მინისტრიტმა რეგიონალურ საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციის საკითხებს კურირებს, დღეს აგვისტოს ომის შემსწვლელ დროებით საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცა.

მან განუცხადა კომისიას, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა რაიმე ზუსტი და ჩამოყალიბებული გეგმა ომით დაზარალებული რაიონებიდან მოქალაქეთა ევაკუაციის თაობაზე, ”რადგანაც საქართველო არ გეგმავდა რაიმე სამხედრო ქმედებებს” და არც სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია იყო მოსალოდნელი რუსეთიდან.

ქვემოთ მოცემულია ტყეშელაშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:

  • მას ჰკითხეს ცოტა ხნის წინ New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სადაც ეწერა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებზე დაყრდნობით, რომ ქართული სოფლები არ დაბომბილა 7 აგვისტოს გვიან, სანამ ქართული ძალები დაბომბავდნენ ცხინვალს. სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა: ქართული სოფლები ინტენსიურად იბომბებოდა აგვისტოს დასაწყისიდან ყოველდღიურად, განსაკუთრებით სოფლები ნული და ავნევი, თუმცა სხვა სოფლებიც იბომბებოდა. მე ვიღებდი ამ ინფორმაციას ჩემი ყოვედღიური კონტაქტების მეშვეობით ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებისგან;
  • 6 აგვისტოს, როდესაც აშკარა გახდა, რომ სიტუაცია რთულდებოდა, მე გამოვიძახე თბილისში ყველა გუბერნატორი. შეხვედრა 7 აგვისტოს დაახლოებით 17:00-18:00 საათზე გაიმართა. შეხვედრას ჩემი თხოვნის საფუძველზე ასევე დაესწრო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია გუბერნატორებს კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვაწოდა ზოგადი ინფორმაცია სიტუაციის შესახებ და გვითხრა, რომ რამდენიმე რუსულმა შენაერთმა დაიწყო შემოსვლა [სამხრეთ ოსეთში] როკის გვირაბის საშუალებით;
  • იმ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია იგეგმებოდა;
  • მთავარი დავალება, რაც გუბერნატორებს მივეცი იყო ჩვეულებრივ გაეგრძელებინათ თავიანთი მუშაობა;
  • შეხვედრაზე არ ყოფილა განხილული ევაკუაციის გეგმა, რადგანაც მაშინ არ გვქონდა ინფორმაცი, რომ განსაკუთრებული აგრესია იყო მოსალოდნელი;
  • ევაკუაციის რამე განსაკუთრებული გეგმა არ ყოფილა, მაგრამ ყველა კონკრეტულ სიტუაციაში ადგილზე ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება... მასობრივი ევაკუაცია არ იგეგმებოდა, რადგანაც საქართველო არ აპირებდა რაიმე სამხედრო ქმედებებს და არავის ეგონა, რომ რუსები გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს - მასობრივი ეთნიკური წმენდა და ეთნიკური ქართველების გამოძევება თავიანთი სოფლებიდან;
  • რაც შეეხება დიდი ლიახვის ხეობის სოფლებს, როცა აშკარა გახდა, რომ მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი შემოჭრა, მაშინ ძალიან სახიფათოდ მივიჩნიეთ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია შემოვლითი გზით, რადგანაც ეს გზა სეპარატისტული ძალების ერთ-ერთი სამიზნე იყო. ერთ-ერთი მიზანი, რამდენადაც მე ვიცი, რატომაც გადაწყვიტა ქართულმა არმიამ ცხინვალში შესვლა, იყო ცხინვალის გავლით ევაკუირება [ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებიდან];
  • ადგილობრივი ხელისუფლება თავის სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდა, სადაც ეს შესაძლებელი იყო - თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით გორში პრობლემები იყო [როდესაც ქალაქი რუსებმა დაიკავეს];
  • 11 აგვისტოს შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა გორი დატოვა და იგი გორში 13 აგვისტოს დაბრუნდა - ამას პირადად გეტყვით [ვარძელაშვილი], როდესაც ჩვენებას მოგცემთ. თუმცა, მას არასდროს დაუტოვებია შიდა ქართლის რეგიონი; ის კასპში იყო;
  •  12 163 რეზერვისტის მობილიზება მოხდა საბრძოლო მოქმედებების დროს;
  • 9 რეზერვისტი დაიღუპა - 7 სენაკის ბაზაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად და 2 რეზერვისტი გორში, თუმცა  არცერთი შემთხვევა არ იყო კავშირში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან.  

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6