Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტის დროებით კომისიას ჩვენებას აძლევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'08 / 16:44

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცა.

ქვემოთ მოცემულია მისი ერთსაათიანი ჩვენების ძირითადი პუნქტები:

  • სიტუაციამ გაუარესება მარტიდან დაიწყო და ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ მოვლენებს; ეს ინფორმაცია მოდიოდა დაზვერვის სამსახურიდან, ასევე უშიშროების საბჭოს არხებიდან;
  • ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა დაძაბულობა, ერთის მხრივ, სეპარატისტებთან დიალოგით - რამაც შედეგი ვერ გამოიღო, და მეორე მხრივ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირებით, ასევე მათი მხარდაჭერის მოპოვებით;
  • მე პირადად არ ვიცი კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა ამის [ომის] თავიდან ასაცილებლად; 
  • ბოლოს მე პირადად მქონდა კონტაქტი რუსულ მხარესთან ივლისში, როდესაც მე და უშიშროების საბჭოს მდივანი [ალექსანდრე] ლომაია, შევხვდით [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი] კარასინს თბილისში; შეხვედრიდან ნათელი გახდა, რომ [თბილისის] გეგმას რუსების მხრიდან მიღების შანსი არ ჰქონდა, რადგანაც მათ აბსოლუტურად არ აინტერესებდათ თავისუფალი ეკონომიკური ზონა გალსა და ოჩამჩირეში;
  • ეს გეგმა ეხებოდა დევნილთა თანდათანობით დაბრუნებას, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას და რუსული ძალების განლაგებას მდინარე კოდორის მიღმა. გურგენიძემ განაცხადა, რომ გეგმას არაფერი აქვს საერთო აფხაზეთის დაყოფასთან ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომრომისზე წასვლასთან;
  • 7 აგვისტომდე და შემდეგაც მთავრობაში ძალიან ინტენსიური შეხვედრები ტარდებოდა ღონისძიებების კოორდინირების მიზნით; ფორმალური მთავრობის სხდომის ჩატარებას შეიძლება გამოეწვია არასასურველი პანიკა;
  • რუსული აგრესიის ამგვარი მასშტაბები, რასაც ადგილი ჰქონდა, მოსალოდნელი არ იყო და არც განიხილებოდა როგორც შესაძლო სცენარი - არც ჩვენს მიერ და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ;
  • კომუნიკაციის პრობლემები არსებობდა; ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ძალიან გართულდა;
  • ჩვენ გვქონდა ძირითადი პროდუქტების მარაგი და ეს მარაგი საკმარისზე მეტი იყო; პანიკის რაიმე ნიშნები პროდუქტებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდის თვალსაზრისით არ არსებობდა; მაგრამ პრობლემა იყო მათი მიწოდება სხვადასხვა რაიონებში, რადგანაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული იყო;
  • ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კარგად იმუშავა ფინანსთა სამინისტრომაც, მათ შორის საბაჟო სამსახურმაც; აგრესიის ერთ-ერთი სავარაუდო მიზანი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის დაკნინება, ამიტომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ამ ფუნქციის შენარჩუნება; ასევე არა მგონია, რომ რაიმე ხარვეზები იყო ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში;
  • საბრძოლო მოქმედებების დროს თბილისში ვიყავი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი მთავარი ამოცანა იყო ეკონომიკურ სიტუაციასთან, ფინანსურ სისტემასთან, მარაგთან, საერთაშორისო დონორებთან ჰუმანიტარული მცდელობების კოორდინაციასთან დაკავშირებული საქმიანობა; მისი თქმით, 8 აგვისტოს მას შეხვედრა ჰქონდა დაახლოებით 300 უცხოელ ინვესტორთან, სადაც შეეცადა მათი შიშების გაქარწყლებას;
  • სავალუტო კურსი და სხვა ეკონომიკური პარამეტრები სტაბილური იყო; უცხოელმა ინვესტორებმა დაინახეს, რომ მიუხედავად კრიზისისა საქართველოს ხელისუფლება ორგანიზებულად მუშაობდა და საკითხებს აგვარებდა;
  • ჩვენ მუდმივი კონტაქტები გვქონდა ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორთან;
  • პანიკის ნიშნები და ფინანსური კოლაფსის ნიშნები არ შეიმჩნეოდა; საქართველოს, როგორც სატრანზიტო მარშრუტის როლი არ შეილახა - ამ თვალსაზრისით, რუსულმა აგრესიამ ვერ მიაღწია თავის მიზნებს;
  • საომარ ვითარებაში ჩვენი ფინანსური სისტემის მდგრადობამ აღაფრთოვანა ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტები; 
  • რუსები დაგვემუქრნენ, რომ ყულევის ნავთობტერმინალის [რომლის მფლობელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიაა] ახლოს მდებარე ტყეებს დაბომბავდნენ იმ მოტივით, რომ იქ ქართული ძალები იმალებოდნენ, რაც სისულელე იყო; ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ამის თავიდან ასაცილებლად და აზერბაიჯანული მხარეც იყო ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში;
  • 10 აგვისტოდან მე დავიწყე მუშაობა ომით მიყენებული ზარალის შეფასებაზე; არსებობდა გუნდი ჩემი ხელმძღვანელობით და შემდეგ პროცესში ასევე ჩაერთო საერთაშორისო ჯგუფი მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობით. ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდა საჭიროებების შეფასების დოკუმენტის შემუშავებით, რომლის საფუძველზეც ოქტომბერში ბრიუსელის კონფერენციაზე საერთაშორისო დონორებმა დახმარება დაამტკიცეს;
  • გურგენიძეს ჰკითხეს, თუ რატომ არ ამოიღო ხმა BP-მ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ნავთობსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, რუსული ძალების სამიზნე იყო. გურგენიძემ უპასუხა: ჩემი ვარაუდით, BP-მ სიჩუმე არჩია იმის გამო, რომ ეშინოდა ამას მისი აქციების დაცემა არ გამოეწვია;
  • მოსმენის დროს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის არარსებობის გამოც უსაყვედურეს, კერძოდ იმ განკარგულების ფონზე, რომელსაც გურგენიძემ მარტში მოაწერა ხელი და რომელიც ითვალისწინებდა საგანგებო სიტუაციების მართვის კომისიის შექმნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გურგენიძემ უპასუხა: სამოქალაქო თავდაცვის საკითხები არის უშიშროების საბჭოს პრეროგატივა; მიუხედავად ფართომასშტაბიანი აგრესიისა, სამოქალაქო ობიექტებზე მასობრივი საჰაერო თავდასხმები არ ყოფილა; მე პასუხისმგებლობას ვიზიარებ, მაგრამ არ შემდგარ, სავარაუდო და ჰიპოთეზურ სცენარებზე ლაპარაკი არ არის ალბათ პროდუქტიული;
  • გურგენიძეს ასევე ჰკითხეს დაზვერვის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმადაც მისმა სტრუქტურამ აცნობა ხელისუფლებას შესაძლო რუსული ინვესტიციის თაობაზე ერთ-ერთ ”სტრატეგიულ სექტორში” - ენერგოსექტორში. გურგენიძემ უპასუხა: ოქტომბერში შემოვიდა მოკლე ბარათი დაზვერვის დეპარტამენტიდან. ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სამინისტრო უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით. 

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12