Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი მფლობელი მისი გენერალური დირექტორი გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'08 / 17:57

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის აქციათა 30% არხის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა შეიძინა, ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი 7 ნოემბერს გაგზავნილ  წერილში.

წერილის თანახმად, აქციების 15-15% დათმო ”რუსთავი 2”-ის ორმა დამფუძნებლებმა  - ”გეომედია გრუპმა”, რომელიც ამჟამად, ნაცვლად ადრე არსებული 55%-ისა, კომპანიაში აქციების 40%-ს ფლობს და საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა, რომელსაც 45%-ის ნაცვლად აქციების 30% დარჩა.

ამდენად, დამფუძნებლების ცვლილებების შედეგად საკონტროლო პაკეტი არცერთი ცალკე აღებული მფლობელის ხელში აღარ არის. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ჩიქოვანი ტელეკომპანიის ერთ-ერთ მფლობელი გახდა 7 ნოემბერს რადიო ”უცნობთან” ინტერვიუში არხის ყოფილმა მეპატრონემ და საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა გაავრცელა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაემიჯნა ხელისუფლებას.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული ”გეომედია გრუპის” აქციებზე წარმომდგენი, რომელიც ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” აქციების 55%-ს ფლობდა.  რაიმე საჯარო ინფორმაცია, თუ ვინ დგას ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ამ კომპანიის უკან, მიუწვდომელია. 

”ის სახელგანთქმული ოფშორი იყო წარმომდგენზე აქციები, რომელიც სააკაშვილის კაბინეტში იდო მის სეიფში. მართლა იდო, ეს ხუმრობის საგანი არ არის; აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,” - განაცხადა კიწმარიშვილმა ინტერვიუში.

2008 წლის მარტში გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში ირაკლი ჩიქოვანმა კითხვაზე, თუ ვინ არის ტელეკომპანიის მფლობელი, განაცხადა: ”არა მგონია საჭირო იყოს დეტალებზე საუბარი”.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანიების -  ”მზე” და ”რუსთავი 2”- აქციების 45%-ის მფლობელი იყო, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36